in ,

2 მატჩი 2 გოლი:საბა ლობჟანიძე საოცარ ფორმაშია-ქართველმა გალათასარაის გაუტანა

საბა ლობჟანიძემ ახალი სეზონი ძალიან მაგრად დაიწყო. “ჰატაისპორის” შემტევს თურქეთის სუპერლიგაში ორ ტურში უკვე ორი გოლი აქვს გატანილი.

მე-2 ტურში ლობჟანიძის გუნდი სტამბულში “გალათასარაის” ესტუმრა და სულ რაღაც 3 წუთი დასჭირდა, რომ ფერნადო მუსლერას კარში გოლი გაეტანა. მარჯვენა ფლანგზე კამილ ჩორეკჩიმ ითამაშა კარგად და საჯარიმოში მყოფი საბა მოძებნა, რომელმაც ბურთი დაამუშავა, ორ მცველს აჯობა და ზუსტად დაარტყა.

ლობჟანიძის გოლით მოპოვებული უპირატესობა “ჰატაისპორმა” ვერ შეინარჩუნა და 1:2 დამარცხდა. 30-ე წუთზე სოფიან ფეგულიმ გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე კრისტიან ლუინდამამ გამარჯვების გოლი გაიტანა. 26 წლის ქართველი ფეხბურთელიც სწორედ 88-ე წუთზე, გოლის გაშვებამდე შეცვალეს. გავიხსენოთ ისიც, რომ საბამ “გალათასარაის “გასულ სეზონშიც გაუტანა, ოღონდ მაშინ “ანკარაგიუჯუს” რიგებში თამაშობდა.

ლობჟანიძემ წინა ტურშიც გაიტანა. “ქასიმპაშასთან” ის შეცვლაზე ჩაერთო თამაშში 8 წუთში თავი გამოიჩინა, რითაც იმ მატჩში თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. რასაკვირველია, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ სუპერლიგის ბომბარდითა დავაში ლობჟანიძე თანალიდერია – 2 გოლი მის გარდა, კიდევ ოთხ ფეხბურთელს აქვს გატანილი.

“ჰატაისპორს” ორ ტურში 1 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 28 აგვისტოს, “ალანიასპორთან”, საკუთარ მოედანზე, გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში: ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია

ესპანური მედია: ბორდალასმა მეკარესთან დაკავშირებით მომავალი დაგეგმა-მამარდაშვილი მომდევნო მატჩებშიც ძირითადში იქნება