in ,

ხვიჩა კვარაცხელია: იუვენტუსში გადასვლასთან ახლოს ვიყავი

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ხვიჩამ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ის ყველაზე ახლოს “იუვენტუსთან” იყო, მაგრამ ტურინულ გუნდში ხელმძღვანელობის ცვლილებამ მოლაპარაკებები ჩაშალა.

“მამუკა ჯუღელი ჩემი ოჯახის წევრია და მას ბოლომდე ვენდობი. ჩემი მოთხოვნაა, რომ დაინტერესების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მომაწოდოს და ან თემებში დიდად არ ვიყო ჩართული. ჭკუა ვისწავლე, რადგან როცა აქტიურად ვიყავი ჩართული, ამან ჩემზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა. როგორც მამუკასთან გავიგე, ყველაზე რეალური მოლაპარაკებები “იუვენტუსთან” იყო, მაგრამ იტალიურ გუნდში ხელმძღვანელობის ცვლილებამ მოლაპარაკებები ჩაშალა”, – თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფინალში რუსი დაამარცხა: სანდრო ბაზაძის ისტორიული ოქრო

ევროპის წინ საქართველომ ტაჯიკეთი გაანადგურა