in

ჩვენმა გულშემატკივრებმა ქართული პოლიციის წარმოუდგენელი რეპრესიები გამოიარეს: რა მოხდა ქუთაისში

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ მატჩის დაწყებამდე გუნდების გულშემატკივრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რამაც ის გამოიწვია, რომ სტუმრები სტადიონზე არ შეუშვეს, უფრო სწორედ ტრიბუნებიდან გააძევეს. ეს უყურადღებოდ აარ დაუტოვებიათ ბოსნიელებს. გუნდის ფეისბუქგვერდზე უწერიათ:

„გულშემატკივრები, რომლებიც 2500 კილომეტრს გადიან, პრობლემების შესაქმნელად კი არ მიდიან, არამედ იმისთვის, რომ თავიანთი გუნდი გამარჯვებამდე გაამხნევონ. ჩვენმა გულშემატკივრებმა ქართული პოლიციის წარმოუდგენელი რეპრესიები გამოიარეს და თამაშის დაწყებამდე სტადიონიდან გააგდეს.
ფეხბურთს გულშემატკივრების გამო თამაშობენ!“

ინციდენტს მატჩის შემდეგ „სარაევოს“ მთავარი მწვრთნელიც გამოეხმაურა
მირზა ვარეშანოვიჩი:

„ორგანიზატორებმა მინდა ამ კითხვაზე მიპასუხონ: რატომ არ იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები სტადიონზე? მთელი გზა ჩვენს გასამხნევებლად წამოვიდნენ, ამდენი კილომეტრი გამოიარეს და სტადიონზე არ შეუშვეს. ეს ნამდვილად არ მესმის.
როდესაც გასახურებლად მოედანზე შევედით, ჩვენი ქომაგები ტრიბუნაზე იყვნენ, მაგრამ დაიწყო მატჩი და ადგილზე აღარ დაგვხვდნენ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ მოგება ბათუმისთვის გადაიდო: დინამოს ფრე მოაქვს

დაივიწყეთ ზურიკო: ბორდომ დავითაშვილის მსურველი იტალიური კლუბი უარით გაისტუმრა