in

ყველანი კოშევოზე: სარაევო ტორპედოსთვის ოჯახებით ემზადება – ფოტო

ქუთაისის „ტორპედოს“ დღეს საღამოს კონფერენს ლიგის მატჩი აქვს „სარაევოსთან“, სადაც მეტოქე არა მარტო ფეხბურთელებით, არამედ გულშემატკივრებით გვხვდება და ჯოჯოხეთს გვპირდება. ამის მიზეზი მარტო საყვარელი გუნდის ქომაგობა არ არის. ქუთაისში, პირველი მატჩი დროს, შორ გზაზე ჩამოსული სტუმარი გულშემატკივრები ტრიბუნებზე არ დაუშვეს შესაძლო გართულებების გამო, რადგან მანამდე ქალაქის ქუჩებში ბოსნიელი სტუმრები ცუდად იქცეოდნენ და შეხლა-შემოხლაც მოხდა.

თამაშზე დასწრების საშუალების არმიცემის გამო, ბუნებრივია, ბოსნიური მხარე ძალიან გაბრაზდა და ამაზე მთელი კვირა საუბრობენ. ასევე გამალებით ემზადებიან დღევანდელი მატჩისთვის, სადაც „ტორპედოს“ „ჭკუა უნდა ასწავლონ“ და ჯოჯოხეთურ გარემოში ნორმალურად თამაშის საშუალება არ მისცენ.

ტორპედოს დამარცხება პრობლემა არ უნდა იყოს: ტაქტიკა შეცვალეთ არა ისა…

ვიცი ჯოჯოხეთი გველოდება, მაგრამ მოგებას შევძლებთ: ტორპედო იმედიანადაა

მოწოდებები არ ცხრება:

ყველანი კოშევოსკენ! სარაევო, ჩემი სიყვარული!
კოშევო არის თავშეყრის ადგილი მთელი ოჯახისთვის!
მოდით სტადიონზე!
მესიჯი ნათელია – ბევრი ადამიანი კოშევოზე!

კოშევო ოლიმპიური სტადიონია, სადაც „სარაევო“ თამაშობს, უფრო სწორედ ამ სტადიონს ახლა „ასიმ ფერჰატოვიჩ ჰასე“ ჰქვია, უბრალოდ გულშემატკივრებს ისევ ძველებურად კოშევო ურჩევნიათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია და პანათინაიკოსი: რას ითხოვს საქართველოს ნაკრების კაპიტანი

ბუდუ ზივზივაძემ ლივერპულთან ითამაშა – ვიდეო