in

მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ მოგება ბათუმისთვის გადაიდო: დინამოს ფრე მოაქვს

ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩიდან მისაღები შედეგი წამოიღო, მაგრამ მაინც ვერ ვიქნებით ბოლომდე კმაყოფილი – „დინამომ“ გამათანაბრებელი გოლი 90+3 წუთზე გაუშვა.

ბათუმელები პირველ ტაიმში „ტირანას“ არაფერს უთმობდნენ, მაგრამ თამაშის გამწვავება მაინც ჭირდა. მასპინძლები კი უფრო თამამები იყვნენ და აქტიურადაც უტევდნენ. თუმცა არც ეს იყო საკმარისი რეალური საგოლე მომენტისთვის.

„დინამომ“ მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო, ხოლო მიზანს პირველივე მწვავე კომბინაციის შედეგად მიაღწია: ბიძინაშვილმა ფლანგიდან ჩააწოდა და კარის წინ გახსნილმა ფლამარიონმა შანსი გამოიყენა.

ამის შემდეგ მასპინძლებმა მთელი ძალით შემოგვიტიეს, საგოლე მომენტებიც ჰქონდათ და საწადელს წამატებულ მესამე წუთზე მიაღწიეს.

განმეორებითი მატჩი 20 ივლისს „ბათუმი არენაზეა“.

ტირანა – დინამო (ბათუმი) 1:1
13.07. ტირანა. არენა კომბეტარე
0:1 ფლამარიონი (67. ბიძინაშვილის პასით), 1:1 ლუშკა (90+3. ჰაჯიუს პასით)

დინამო: ჩიჩკანი – მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი, გიორბელიძე – ტეიდი, ლიტვინენკო (71. მოსიაშვილი) – წიტაიშვილი (67. თ. კაპანაძე), ზარია (67. ღუდუშაური), იაკობსენი (46. ბიძინაშვილი) – ფლამარიონი (86. ჩაბრაძე)
სათადარიგოები: კვასხვაძე, ხარატიშვილი – ბაგრატიონი, ქაფიანიძე, რეხვიაშვილი, ვაწაძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: გიორბელიძე (63), ჩიჩკანი (90)
არბიტრი: რ. ჯოუნსი (ინგლისი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასეთი მატჩები საქართველოში არ გვაქვს: დილამ ისე წააგო, რომ მოგება შეუძლია

ჩვენმა გულშემატკივრებმა ქართული პოლიციის წარმოუდგენელი რეპრესიები გამოიარეს: რა მოხდა ქუთაისში