in

ასეთი მატჩები საქართველოში არ გვაქვს: დილამ ისე წააგო, რომ მოგება შეუძლია

გორის „დილას“ ევროასპარეზაზე საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა – სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონი „დუნაისკა სტრედა“. ფავორიტიც ჩვენი მეტოქეა, მაგრამ გორელებმა ისე ითამაშეს სტუმრად, რომ გულშემატკივრებს საპასუხო მატჩის წინ იმედი მისცეს. „დილა“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:2.

პირველი რეალური საგოლე მომენტი გორელებმა შექმნეს, მაგრამ მერე მოკლე მონაკვეთში დაცვაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები უყურადღებოდ დავტოვეთ და მასპინძლებმა მიჯრით ორი გოლი გაიტანეს.
„დილამ“ შესვენებამდე მოახერხა გაქვითვა: კოვტალიუკმა მახვილი კუთხიდან შეძლო გატანა.

განმეორებითი მატჩი 20 ივლისს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება.

კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

დუნაისკა სტრედა – დილა 2:1
13.07. დუნაისკა სტრედ. მოლ არენა. 6 269 მაყურებელი
1:0 ტრუსა (33. კალმარის პასით), 2:0 რამადანი (36. კაჩერის პასით), 2:1 კოვტალიუკი (43)

დილა: კუჩერენკო – ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ეტუ (87. ზ. თევზაძე), ვანდერსონ სილვა – ჟან ვიქტორი, ალეფ სანტოსი, ფარულავა (64. სარდალიშვილი) – გომისი (72. მზვაკალი), გეილი, კოვტალიუკი (64. ს. კუხიანიძე)
სათადარიგოები: ჩიკაშუა – ასამოა, გაფრინდაშვილი, ანდრონიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
გაფრთხილება: ალეფ სანტოსი (45), კოვტალიუკი (45), კაჩერი (61), რიზვანისი (61), სარდალიშვილი (77), კრსტოვიჩი (90)
არბიტრი: ჯ. ჟილე (ავსტრალია)

ანდრეი დემჩენკო („დილას“ მწვრთნელი):
„ხარისხიან მეტოქეს ვეთამაშეთ, იყო მატჩი,რომლის მსგავსი, ჩვეულებრივ, საქართველოში ნაკლებად გვაქვს, ორი შეცდომა დავუშვით და მასპინძლებმა კონტრშეტევების შედეგად გაიტანეს. ვცდილობდით, ჩვენი ძალა ფლანგებზე გამოგვეყენებინა. საპასუხო მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სარაევოში იმედიანად წავალთ: ტორპედო მერე გამოსწორდა და შანსი დაინახა

მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ მოგება ბათუმისთვის გადაიდო: დინამოს ფრე მოაქვს