in

სარაევოში იმედიანად წავალთ: ტორპედო მერე გამოსწორდა და შანსი დაინახა

ქუთაისის „ტორპედომ“ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ევროარენაზე ითამაშა და შინ ბოსნიურ „სარაევოს“ დაუზავდა – 2:2.
ფრე ზოგადად სტუმრებისთვის არის მისაღები შედეგი, მაგრამ თუ მეორე ტაიმს გავითვალისწინებთ, „ტორპედოს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ნამდვილად აქვს. აი თუ ისე ითამაშა, როგორც შეხვედრის დასაწყისში, მაშინ მალევე გაირკვევა გამარჯვებული.

თამაში სტუმრებმა ისე დაიწყეს, გეგონებოდა განადგურება არ აგვცდებოდა, მაგრამ იღბლით ბურთი ჩვენს კარში არ შევარდა. ტაიმის მიწურულს კი კუთხურიდან იქით გავიტანეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისი კოლაჟი უფრო გამოვიდა. 5-6 წუთში 3 გოლი გავიდა. მერეც თამაში ორმხრივად გაგრძელდა, ძალიან გახსნილად და ჩვენებს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ. სამწუხაროიდ, მოგებამდე საქმე ვერ მივიდა, მაგრამ გამოჩნდა ის, რომ თამაში და საერთო წარმატებაზე ფიქრი შეიძლება.

არ დაგვავიწყდეს, რომ „ტორპედოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს სტივ კინი, ხოლო გუნდმა სულ ცოტა ხნის წინ დაიმატა უამრავი ახალწვეული და გუნდს ჯერ შეთამაშება სჭირდება.

მოკლედ, სარაევოში იმედიანად წავალთ.

კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

ტორპედო (ქუთაისი) – სარაევო 2:2
13.07. ქუთაისი. რამაზ შენგელია
1:0 სანდოხაძე (44. არაბიძის პასით), 1:1 რენან ოლივეირა (47), 2:1 ბუღრიძე (48. გიგაურის პასით), 2:2 ვარეშანოვიჩი (52. ჟილიკიჩის პასით)

ტორპედო: კლიაიჩი – ქობულაძე (89. ჭიჭინაძე), მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია – გიგაური, აკბარი, შერგელაშვილი – არაბიძე, ბუღრიძე (71. მანჯგალაძე), ფანცულაია (78. კაბალიერო)
სათადარიგოები: გოშაძე – გოგლიჩიძე, ჰაიდარი, კაიკე, ნეტო, ნინკოვიჩი
მწვრთნელი: სტივ კინი

გაფრთხილება: ტრაკო (65), ბეგანოვიჩი (73), მუსტაფიჩი (86)
არბიტრი: ს. ლევი (ისრაელი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი წლის ფეხბურთელად აღიარეს

ასეთი მატჩები საქართველოში არ გვაქვს: დილამ ისე წააგო, რომ მოგება შეუძლია