in ,

ჩელსი vs რეალი: ფაქტები

„ჩელსიმ“ დაუყვედრებლად აჯობა მადრიდის „რეალს“ და უახლეს ისტორიაში მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც 29 მაისს, სტამბოლში კარგად ნაცნობ „სიტის“ დაუპირისპირდება.

რატომ გადის ჩელსი ფინალში: ისტორიაში მესამედ ინგლისური ფინალი იქნება

ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბოლო 3 წელიწადში უკვე მეორედ ითამაშებს პრემიერლიგის ორი კლუბი. ისე კი, ეს მესამე წმინდა ინგლისური ფინალი იქნება.

„რეალს“ არასოდეს მოუგია „ჩელსისთვის“: +0+2-3.

ტიმო ვერნერმა ჩემპიონთა ლიგაზე ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. ვერნერმა მიმდინარე სეზონში 22 გოლში მიიღო მონაწილეობა – 12 გოლი და 10 პასი. “ჩელსის” ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც ერთ სეზონში 10-ზე მეტი გოლი და პასი ჰქონდა, ედენ აზარი იყო (2018/19).

ტიმო ვერნერმა ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე – შეწყდა გერმანელის 7-მატჩიანი უგოლო სერია.

ვერნერი პირველი გერმანელი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც „რეალს“ გაუტანა არაგერმანული კლუბის შემადგენლობაში.

უიეინ რუნის შემდეგ (21 წლის და 182 დღის), მესიონ მაუნტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (22 წლის და 15 დღის), რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიტანა.

ასევე მეისონი გახდა პირველი ინგლისელი ფრენკ ლამპარდის შემდეგ, რომელმაც „ჩელსის“ რიგებში ლიგის ნახევარფინალში გაიტანა. ექს-მწვრთნელმა თავი 2008 წელს გამოიჩნა.

„ჩელსის“ მეკარემ ედუარ მენდიმ ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.

ზინედინ ზიდანი ტომას ტუხელს ექვსჯერ დაუპირისპირდა და არც ერთი მოგება არ აქვს: +0+4-2.

ტომას ტუხელი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ტუხელი პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გავიდა ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძე დაბრუნდა: 5 ქულა და მარცხი საკრამენტოსთან

ფინალზე 25 ათასი მაყურებელი იქნება: ფინალისტებს 4 ათასს აძლევენ