in ,

ფინალზე 25 ათასი მაყურებელი იქნება: ფინალისტებს 4 ათასს აძლევენ

ჩემპიონთა ლიგი ფინალს შესაძლოა 25 ათასი მაყურებელი დაესწროს. ამის შესახებ The Times აცნობებს. მოგეხსენებათ, მატჩი 29 მაისს სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონზეა დანიშნული.

25 ათასი სტადიონის ტევადობის მესამედია და ამ შეთანხმებამდე უეფა და ადგილობრივი ხელისუფლება მივიდნენ.

ასევე მითითებულია, რომ ფინალში გასული გუნდის გულშემატკივრები შეძლებენ მატჩზე წასვლას. თითოეული გუნდის ქომაგების ქვოტა 4 ათასს შეადგენს.

ფინალში კი ორი ინგლისური გუნდი გავიდა, რამაც არ არის გამორიცხული დამატებითი თავსატეხი გაუჩინოს ორგანიზატორ ქვეყანას. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში არსებული ეპიდსიტუაციის გამო ყველა ერიდებოდა ინგლისში ჩასვლას ან აიქიდან გამოსვლას. 8 ათასი ადამიანის გაკონტროლება კი მარტივი საქმე ვერ იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩელსი vs რეალი: ფაქტები

დელ პიერო და სხვები: იტალიელი ვარსკვლავები მწვრთელობის კურსებზე ჩაეწერნენ