გიორგი ჩაკვეტაძემ კვლავ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში, რომელიც ავსტრიაში შეკრებაზეა და მეორე მატჩი ადგილობრივ „სანკტ პოლტენთან“ 2:2 დაასრულა.
სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო: გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ორივე 72-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ჩაკვეტაძე.
54-ე წუთზე ავსტრიელებმა რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ კაშიამ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
„სლოვანიდან“ ყველაზე მწვავედ ჩაკვეტაძე უტევდა და 69-ე წუთზე გოლი ქართველის წამოწყებული შეტევით გავიდა. გიორგიმ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, კარისკენ დაიძრა, მარცხენა ფლანგზე მცველს გასცდა და შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ ვლადიმირ ვაისი უმცროსი დატოვა.
87-ე წუთზე ჩაკვეტაძემ საჯარიმოში მცველი მოატყუა და გატანა სცადა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ პირველად ითამაშა 10-ნომრიანი მაისურით.
„სლოვანი“ 28 იანვარს ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერ „ზალცბურგს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings