in

სლოვანი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე მუშაობს

ბრატისლავის „სლოვანის“ მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გამოცემა sport.aktuality.sk-სთან ინტერვიუში საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. სლოვაკეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ყოფილი მწვრთნელის თქმით, გუნდი გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე მუშაობს.

„გაზაფხულზე კონფერენს ლიგის პლეი ოფის მატჩების წინ, გუნდი მხოლოდ სამი ახალი მოთამაშის დამატებას შეძლებს. ვლადიმირ ვაისს, რომელიც „სლოვანში“ 2021 წლის მაისში დაბრუნდა, ვითარების გარკვევა 10 იანვრამდე სურს, როცა გუნდის შეკრების დაწყებას გეგმავს. საუბარია ორი შემტევის დამატებაზე – „ბანსკა ბისტრიცადან“ რობერტ პოლიევკაზე და გიორგი ჩაკვეტაძეზე, რომელიც „გენტს“ ეკუთვნის, მაგრამ ამჟამად იჯარით „უოტფორდშია“, – წერს sport.aktuality და ბრატისლაველების მწვრთნელის კომენტარს აქვეყნებს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებით. ახლა ამ ტრანსფერზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ვაისმა.

გიორგი ჩაკვეტაძე იჯარით სეზონის ბოლომდე ინგლისის ჩემპიონშიპის „უოტფორდში“ თამაშობს. მან ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, მაგრამ სულ ორჯერ ითამაშა 35 წუთზე მეტი, არც გოლი გაუტანია და მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი „სლოვანში“ გაატარა და გულშემატკივრების კეთილგანწყობა მოიპოვა. მათ სურდათ, რომ ის გუნდში დარჩენილიყო.

„ივან, გადაიხადე ჩაკვეტაძეში“, – ასე სკანდირებდნენ გასული სეზონის ბოლო მატჩის დროს სლოვაკი გულშემატკივრები, როდესაც შეიტყვეს, რომ გიორგი წასვლას აპირებდა და „სლოვანის“ სპორტულ დირექტორს, ივან კმოტრიკის აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ. მაშინ კლუბი ცდილობდა ჩაკვეტაძის შენარჩუნებას, მაგრამ „გენტის“ ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა – ბელგიელები ზაფხულში ოთხ მილიონ ევრო ითხოვდნენ.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოში ინტერი ჩამოდის, ლეგენდებით: მიხარია, რომ მოედანზე ისევ გავალ

მიქაუტაძე მეცში ბრუნდება