in

ჩაკვეტაძეს ორი გუნდი გამოუჩნდა: იყიდიან თუ ვერა ქართველ ფეხბურთელს

ბრატისლავას „სლოვანში“ მოთამაშე სამი ქართველიდან, ორმა კლუბთან თითო წლით გაახანგრძლივა კონტრაქტები. საუბარია კაშიასა და კანკავაზე. ხოლო მესამე, გიორგი ჩაკვეტაძის ბედი ჯერ გასარკვევია. დიდი ალბათობით ბელგიური „გენტის“ საკუთრებაში მყოფი ქართველი შემტევი სლოვაკურ გუნდში არ დარჩება (სადაც იჯარით თამაშობდა). ირკვევა, რომ ჩვენიანით ორი გუნდია დაინტერესებული – ერთი შოტლანდიური „აბერდინი“ და მეორე ავსტრიული „რაპიდი“.
ეს სიახლე ბელგიურ გამოცემებში წერია.

საუბარია იჯარაზე, რადგან ფეხბურთელის საყიდელი ფული ამ ორ გუნდს არ გააჩნია.

თუმცა საინტერესოა Geo Team-ის ინფორმაცია, რომლის თანახმად „აბერდინი“ ფავორიტია და ის მზადაა ქართველი ფეხბურთელი გამოისყიდოს, „გენტი“ კი ჩვენიანში 5 მილიონს ითხოვს.

„აბერდინი“ შოტლანდიის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

23 წლის ჩაკვეტაძეს „გენტთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მასწავლებელმა მოსწავლეს აჯობა, ქალბატონი გადარჩა, იქით ქამბექებია – ევროტურნირები

მამარდას სანახავად ინგლისიდან მუდმივად დადიან: რომელ გუნდებს სურთ ქართველი მეკარე