ინგლისის ჩემპიონშიპში ახალმისულმა შოთა არველაძემ პირველი მატჩი მოიგო.
ქართველის დამოძღვრილმა “ჰალმა” შინ “სუონსი” მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. არველაძის შეგირდებმა ორივე გოლი საწყის 22 წუთში გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გამარჯვება “ჰალ სიტისთვის” ზედიზედ მესამე იყო.
შოთა არველაძე “ჰალ სიტის” მთვარი მწვრთნელი ოფიციალურად სამი დღის წინ გახდა. ამჟამად ქართველი სპეციალისტის გუნდს ჩემპიონატში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 32 ქულა აქვს და ცხრილის მე-18 საფეხურზეა.
მომდევნო შეხვედრას “ჰალ სიტი” 5 თებერვალს, “პრესტონის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings