in ,

შოთამ ბიჭები შეკრიბა: ჰალ სიტიმ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო

მომქანცველი სეზონი სულ ახლახანს დასრულდა, მაგრამ ყატარში გასამართმა მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელიც ნოემბერში აიღებს სტარტს, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. შესაბამისად, ყველა ჩემპიონატი იმაზე ადრე იწყება, ვიდრე ჩვეულებრივ აიღებდა სტარტს. მაგალითისთვის, პრემიერ ლიგა 5 აგვისტოს ისტარტება, ხოლო ჩემპიონშიფი 1 კვირით ადრე, 30 ივლისს გამართავს პირველ მატჩებს.

დღეს, ვეფხვები საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ და პირველი ვარჯიშიც გამართეს. გასულ სეზონში არველაძემ ინგლისელი მაკქეინი ჩაანაცვლა და გუნდი მე-19 ადგილზე გაიყვანა.

This image has an empty alt attribute; its file name is Capture435.jpg

ჯერჯერობით სიჩუმეა სატრანსფერო კუთხით. მოარული ხმების თანახმად, „ჰალ სიტის“ ახალი მფლობელი აჯუნ ილიჯალი მოლაპარაკებებს მესუტ იოზილთან აწარმოებდა, მაგრამ ეს ხმები მოარულადვე დარჩა. იწერებოდა გიორგი მიქაუტაძისა და საბა ლობჟანიძის შესახებაც, მაგრამ ჰალი ჯერ დუმს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველი ჩემპიონთა თასი – 1955 წელი

წავა კრისტიანი ეშმაკებში? – დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები