in ,

ქართველი ლეგიონერების ბრწყინვალე უქმეები

გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის ძალიან მაგარი გამოდგა და ვისურვებდით, მინიმუმ ამაზე ნაკლები არცერთი ყოფილიყოს. გასულ შაბათ-კვირას არაერთი ქართული გოლი და საგოლე პასები ვიხილეთ. ნაწილი ჩვენ ცალკე მიმოვიხილეთ, ახლა კი, ერთიანად გაგაცნობთ ყველა ქართველი ფეხბურთელის მონაგარს.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-4 ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ. მისი “კადისი” “კორიასთან” ფრეს დასჯერდა – 2:2. ჯინჯოლავამ 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგი” “კილთან” 0:1 დამარცხდა. ჩაკი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამო” “ზანდჰაუზენთან” 1:2 დამარცხდა. ქართველი განაპირა მცველი თადარიგში იყო.

ბელგიის იუპილერ ლიგაში ლევან შენგელიას “ლეუვენი” “გენტთან” 0:5 დამარცხდა. შენგელია 78-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “გენკთან” 0:2 დამარცხდა. მიქაუტაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

პოლონეთში ნიკა კვეკვესკირმა (“ლეხი”) 79-ე წუთიდან ითამაშა “ლეგიასთან” შინ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.

ოთარ კაკაბაძემ (“კრაკოვია”) 71-ე წუთიდან ითამაშა “ვარტასთან” სტუმრად წაგებულ (0:1) მატჩში.

ვაკო გვილიამ (“რაკოვი”) პირველი ტაიმი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ლუკა გაგნიძე განაცხადში იყო “შლიონსკთან” შინ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.

დავით ხოჭოლავამ (“კოპენჰაგენი”) შეუცვლელად ითამაშა “მიდტიულანდთან” შინ მოგებულ (1:0) მატჩში.

გურამ კაშიამ (“სლოვანი”) მე-80 წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ჯაბა კანკავა 65-ე წუთზე შეცვალეს “დუნაისკა სტრედასთან” შინ მოგებულ (3:1) მატჩში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 10 ქულა და გამარჯვება მილანთან

ვერც მოიგეს და არც წააგეს: მეტოქე ჯერ ისევ ცოცხალია – XXXII ტური