in ,

ვერც მოიგეს და არც წააგეს: მეტოქე ჯერ ისევ ცოცხალია – XXXII ტური

სუპერმატჩი – პრემიერლიგის ორმა გიგანტმა დიდებული სანახაობა გამართა. ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები ერთმანეთს შევხდნენ, მაგრადაც იბურთავეს, თუმცა გამარჯვებულ ვერ გამოავლინეს – 2:2. ტემპი, სახიფათო მომენტები, გამარჯვების სურვილი… ყველაფერი ერთმანეტში იყო არეული და წამით არ მოდუნებულან. ლამაზი სანახობა და ნამდვილი ფეხბურთი ალბათ მაინც “სიტის”ს ასარგენლოდ დასრულდა. ჯერ ერთი, რომ გუნდმა შიენარჩნა ლიდერობა და შეაბამისად მის ხელში რჩება საკუთარი ბედი. მეორეც, შესაძლოა ეს პირობითი ნათქვამია, მაგრამ რატომაც არა – “სიტის” უკეთესი კალენდარი აქვს, “ლივერპულს” ერთი შეხედვით უფრო რთული მეტოქეები დარჩა. მოკლედ, საჩემპიონო ინტრიგა შენარჩუნებულია.

სიტი – ლივერპული 2:2
10 აპრილი. ეტიჰადი.

გოლები: დე ბრუინი, 5. ჟოტა, 13. ჟესუსი, 37. მანე, 46.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2022-04-10-220741.jpg

კლოპი: „მატჩი როგორც კრივის ორთაბრძოლა: წამით ჩამოუშვებ ხელს – მიიღებ ძლიერ დარტყმას“.

გვარდიოლა: „პრემიერლიგის საუკეთესო რეკლამა. „სიტიმ“ მეტოქე ცოცხალი დატოვა, ასეთი შეგრძნება მაქვს“.

„სიტიმ“ პრემიერლიგის ამ სეზონში პირველად ვერ მოიგო მატჩი, როდესაც პირველმა გაიტანა. აქამდე 22 გამარჯვება იყო.

დე ბრიუნი: „სიტი“ ბრწყინვალედ თამაშობდა და უფრო მეტი უნდა გაეტანა“.

„ლივერპული“ პრემიერლიგაში „სიტის“ ზედიზედ 5 მატჩია ვერ უგებს – 2 წაგება და 3 ფრე.

სალაჰმა „ლივერპულში“ 159 (115+44) ქულა დააგროვა პრემიერლიგურ მატჩებში. მარტო ჯერარდს აქვს უფრო მეტი – 212.

„სიტი“ არ აგებს 9 მატჩია, „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში 10-მატჩიანი მოგებების სერია დაასრულა.

„ლივერპულმა“ პრემიერლიგის ამ სეზონში პირველად წააგო პირველი ტაიმი.

გვარდიოლამ და კლოპმა მეხუთედ ითამაშეს ფრედ ურთიერთდაპირისპირებების ისტორიაში.

დე ბრუინმა ზედიზედ მეოთხედ გაუტანა „ლივერპულს“. ბელგიელს ბოლო 6 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა.

This image has an empty alt attribute; its file name is 0eafce37b13eef536e47c677bf213c79o2-1024x569.jpg
This image has an empty alt attribute; its file name is 406b21874413d5ea2932a7f5debb4ba8o2-1024x569.jpg

ამასობაში ისევ არ დაადგა საშველი “მანჩესტერს”, რომელმაც გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდთან წააგო. რაღაც დაემართა “არსენალს”, რომელიც ოთხეულისთვის ბრძოლაში საუკეთესო პოზიციებზე იყო, თუმცა ბოლოს 4-დან 3-ჯერ წააგო და და რადგან პარალელურად მისი მთავარი მეტოქე “ტოტენჰემი” დიდებულად ათამაშდა, ახლა მეოთხეზე სწორედ “მამლები” არიან.

This image has an empty alt attribute; its file name is Ww9Pjj0VMPk0lIv.jpg

„მანჩესტერს“ 1 მოგება აქვს ბოლო 7 მატჩში.

„მანჩესტერი“ ზედიზედ 3 მატჩია ვერ იგებს.

„მანჩესტერმა“ რანგნიკის ხელში პრემიერლიგაში მატჩების 47% მოიგო. ეს ანტირეკორდია.

რანგნიკი ტოპ4-ზე: „რთულია. სანამ ჩვენს თამაშებს ვერ მოვიგებთ, სხვა გუნდების შედეგებზე იმედად ყოფნას აზრი არ აქვს“.

ლემპარდი: „ძალიან ვამაყობ. როდესაც „ევერტონის“ ფეხბურთელები ერთიანები არიან გულშემატკივრებთან, ჩვენი დამარაცხება რთულია“.
ტიმო ვერნერმა ჩემპიონატში პირველად გაიტანა ოქტომბრის შემდეგ, თანაც დუბლი შეასრულა.

„არსენალს“ 3 წაგება აქვს ბოლო 4 მატჩში.

„ტოტენჰემმა“ საერთო ანგარიშით 23;2 მოიგო ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩიდან 6.

ტუხელი: „თავიდანვე ნათელი იყო, რომ „ჩელსის“ სიტუაციის გამოსწორება სურდა“.

პრემიერლიგა – XXXII ტური

ნიუკასლი – ვულვერჰემპტონი 1:0
ევერტონი – მანჩესტერი 1:0
უოტფორდი – ლიდსი 0:3
საუთჰემპტონი – ჩელსი 0:6
არსენალი – ბრაიტონი 1:2
ასტონ ვილა – ტოტენჰემი 0:4
ბრენტფორდი – ვესტ ჰემი 2:0
ლესტერი – კრისტალ პალასი 2:1
ნორვიჩი – ბარნლი 2:0
სიტი – ლივერპული 2:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ლეგიონერების ბრწყინვალე უქმეები

რა დროს თამაშია… XXIX ტური