in ,

ქალბატონი ოთხეულიდან მიაბრძანეს: ცხრილში ძალიან დაცხა (35-ე ტური)

იტალიაში საჩემპიონთალიგო სამი ადგილისთვის ისეთი ცხარე ბრძოლაა, მტრისას, თუმცა ქომაგებისთვის ასე უფრო საინტერესოა. ამ მხრივ ძალიან გამორჩეული თამაში იყო ტურინში, სადაც არც თუ საუკეთესო „იუვენტუსმა“ ასევე ქულებგანიავებულ „მილანს“ უმასპინძლა. ეს ზუსტადაც რომ 6-ქულიანი თამაში იყო, ორივე გუნდი ოთხეულში მოსახვედრად გამწარებით იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად „იუვე“ მიიჩნეოდა, სტუმრებმა ულაპარაკოდ მოიგეს – 0:3 (ბრიამ დიასი, 45; რებიჩი 78; ტომორი, 82).

„მილანმა“ სერია ა-ში სტუმრად „იუვენტუსი“ პირველად დაამარცხა ბოლო 10 წელიწადში.

პირლო გადადგომაზე: არ წავალ. გავაკეთებ ჩემს საქმეს სანამ ამის საშუალება მექნება“.

პიოლი: „იტალიაში „მილანი“ ალბათ საუკეთესო კლუბია გუნდური სულისკვეთების მხრივ“.

რონალდო „მილანთან“ მატჩში: 0 დარტყმა კარში, 4-დან 1 წარმატებული დრიბლინგი.

ზლატანმა შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის

2. ატალანტა – 72 ქულა
3. მილანი – 72
4. ნაპოლი – 70
5. იუვენტუსი – 69
6. ლაციო – 64 (1 მატჩით ნაკლები)

გამოსარჩევია „ლაციოს“ წაგება ფლორენციაში. რომაელებს რომ მოეგოთ, პოტენციურად სწორედ ისინი იქნებოდნენ ოთხეულში, ახლა კი ძალიან სათუოდ გაიხადეს საქმე. სამაგიეროდ თავიანთი შანსები გამოიყენეს უფრო სტაბილურმა „ნაპოლიმ“ და „ატალანტამ“.
ჯერ რა დროს ესაა, მაგრამ ბოლო ტურშ ერთმანეთს „ატალანთა და „მილანი“ ხვდებიან.

„ატალანტას“ უკრაინელ მალინოვსკის 5 გოლი და 7 ასისტი აქვს ბოლო 8 მატჩში.

გადარჩენისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი იყო უშუალო კონკურენტების შეხვედრა, რომელშიც „კალიარიმ“ სტუმრად „ბენევენტოს“ აჯობა და ცოტა მოშორდა გასავარდნ ზონას. ისე კი, კუნძულელებს ბოლო 5 მატჩია არ წაუგიათ და ალბათ აღარც გავარდებიან, რადგან მისი კონკურენტები თითქმის გამუდემებით აგებენ.

სერია ა – 35-ე ტური

სპეცია – ნაპოლი 1:4
უდინეზე – ბოლონია 1:1
ინტერი – სამპდორია 5:1
ფიორენტინა – ლაციო 2:0
ჯენოა – სასუოლო 1:2
ბენევენტო – კალიარი 1:3
პარმა – ატალანტა 2:5
ვერონა – ტორინო 1:1
რომა – კროტონე 5:0
იუვენტუსი – მილანი 0:3

P.S კლაუდიო რანიერის “სამპდორიამ” ახალგაჩემპიონებულ “ინტერს” საჩემპიონო დერეფანი გაუკეთა. კარგი ჟესტია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

მანჩესტერი მანჩესტერს აყოვნებს, ლესტერი ლივერპულს შანსს აძლევს (35-ე ტური)