in ,

მანჩესტერი მანჩესტერს აყოვნებს, ლესტერი ლივერპულს შანსს აძლევს (35-ე ტური)

ინგლისში რაღაცეები გამოიკვეთა. მართალია ჯერ კიდევ აქვთ გუნდებს საბრძოლო, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, თუმცა გარკვეული კონტურების დანახვა შეიძლება. ასე მაგალითად, როგორც ჩანს, ერთ საგზურს ევროპაში „ჩელსი“ მოიპოვებს. ტუხელის გუნდი ყველაზე სტაბილურია და ქულებს არა მარტო ჩვეულებრივ მატჩებში, არამედ სტუმრად „სიტისთანაც“ კი აგროვებს.

სიტი რეპეტიციაზე ჩემპიონი ვერ გახდა: ჩელსის აგუეროს პიჟონობამ უშველა

ამასობაში კი მოუკლო და ვერ უძლებს გადამწყვეტ ბრძოლას „ვესტ ჰემი“, რომელმაც ბოლო 4 თამაშიდან 3 წააგო. ფინიშის სწორზე ამის გაკეთება კი დაუშვებელია. არანაკლებ ცუდად იქცევა „ლესტერი. „მელიები“ თითქოს ყველაზე კომფორტულად იყვნენ, მაგრამ ახლა ყველაზე ცუდ ვითარებაში ალბათ ისინი არიან. ბოლო 2 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღეს, მყარი მესამე ადგილი „ჩელსის“ გადააბარეს, თავად „ლივერპულს“ პოტენციურად 3 ქულითღა უსწრებენ და დარჩენილ სამ ტურში სათამაშო აქვთ – სტუმრად „მანჩესტერთან“ და „ჩელსისთან“ და ბოლოს შინ „ტოტენჰემთან“.

„ეს შეუძლებელი არ არის, მაგრამ რთულია. „ლივერპული“ შეეცდება“ – თქვა კლოპმა „ლივერპულის“ ორი ფრის შემდეგ მოგებული თამაშის დასრულებისას.

„მანჩესტერი“ ტოპ 4-ში ზედიზედ მეორედ დაასრულებს სეზონს ფერგიუსონის ეპოქის შემდეგ.

სულშერი: „სიტის“ ჩემპიონობის გადადება საუკეთესოა დღეისათვის. ამისთვის რაც შეიძლება დიდხანს ვიბრძოლებთ“.

„მანჩესტერმა“ მეათედ მოიგო, როდესაც პირველმა გაუშვა. ეს რეკორდია პრემიერლიგაში.

„მანჩესტერი“ არ აგებს პრემიერლიგაში 14 მატჩია: 8 მოგება და 6 ფრე.

ბრუნო ფერნანდეშმა სეზონში 13 პენალტი გაიტანა. ეს „იუნაიტედის“ რეკორდია.

„არსენალი“ ზედიზედ 5-ჯერ ვერ მოხვდა ტოპ 4 გუნდში. ბოლოს ოთხეულში ვენგერის დროს იყო.

მიკელ არტეტა „ვესტ ბრომთან“ 3:1-ზე: „არსენალს“ კარგა ხანია შინ არ მოუგია. შევეცდებით დარჩენილ მატჩებშიც გავიმარჯვოთ“.

„ვესტ ბრომვიჩი“ პრემიერლიგიდან გავარდა.

სემ ელერდაისი პირველად გავარდა პრემიერლიგიდან. „ვესტ ბრომვიჩი“ მისი მე-8 კლუბია ლიგაში.

პრემიერლიგა – 35-ე ტური

ლესტერი – ნიუკასლი 2:4
ლიდსი – ტოტენჰემი 3:1
შეფილდი – კრისტალ პალასი 0:2
სიტი – ჩელსი 1:2
ლივერპული – საუთჰემპტონი 2:0
ვულვერჰემპტონი – ბრაიტონი 2:1
ასტონ ვილა – მანჩესტერი 1:3
ვესტ ჰემი – ევერტონი 0:1
არსენალი – ვესტ ბრომვიჩი 3:1

ორშაბათი, 10 მაისი
ფულჰემი – ბარნლი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქალბატონი ოთხეულიდან მიაბრძანეს: ცხრილში ძალიან დაცხა (35-ე ტური)

ნეიმარის ახალი კონტრაქტი წუთებსა და დღეებში: მბაპესაც უნდა ასეთი