in

ნეიმარის ახალი კონტრაქტი წუთებსა და დღეებში: მბაპესაც უნდა ასეთი

პსჟ-მ ოფიციალურად გამოაცხადა ნეიმართან კონტრაქტის 2025 წლამდე გაგრძელების შესახებ. L’Equipe-ის მონაცემებით, მხარეები თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზეც შეთანხმდნენ.

ნეიმარის ხელფასი დიდად არ შეცვლილა. ის ისევ ფიქსირებულ 30 მილიონს მიიღებს.

კონტრაქტშია უზარმაზარი ბონუსი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში. პრემიის ოდენობა ჯერ უცნობია.

ფიქსირებული ხელფასით ნეიმარი მესამე ადგილზე რჩება მსოფლიოში. ჯერჯერობით მესი და რონალდო მეტს იღებენ.

საინტერესოა, რომ კილიან მბაპე ამის მესამედს იღებს. როგორ L’Equipe წერს, მბაპეც ამდენივე ჯამაგირს ითხოვს.

რამდენს იშოვის ნეიმარი ახალი კონტრაქტით

30 მლნ ევრო – წელიწადში

2,5 მილიონი – თვეში

625 ათასი – კვირაში

89.2 ათასი – დღეში

3.7 ათასი – საათში

62 – წუთში

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერი მანჩესტერს აყოვნებს, ლესტერი ლივერპულს შანსს აძლევს (35-ე ტური)

ლევან მაისაშვილი: მიზანი იქნება დაცვის გარდა, შეტევაშიც ვაჩვენოთ საკუთარი შესაძლებლობები