in

ფეხბურთს მოერიდეთ, ეშმაკის მოგონილია: ინტერმა იუვეს სუპერთასი მოუგო

„ინტერმა“ იტალიის სუპერთასი აწაპნა „იუვენტუსს“ – 2:1.

25-ე წუთზე ანგარიში უესტონ მაკენიმ გახსნა ალვარო მორატას ჩაწოდების შემდეგ, მაგრამ 10 წუთში მილანელებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ლაუტარო მარტინესმა გამოიყენა ბურთის ცხრიანში ჩაჭედვით.
მეორე ტაიმში გოლები არ გასულა.

უპირატესობა „ინტერს“ ჰქონდა, „იუვეს“ კარისკენ 20-ზე მეტჯერ დაარტყა და პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბოლო წამებზე გამარჯვების გოლის გატანა: ალექს სანდრომ თავის საჯარიმოში უხერხულად დაამუშავა ბურთი, რომელიც მატეო დარმიანიმ ჩაიგდო ხელთ, პასი შეცვლაზე შესულ ალექსის სანჩესს დაუგორა და ჩილელმაც გამარჯვების ბურთი სამიოდ მეტრიდან შეაგდო.

„ინტერი“ მეექვსედ გახდა იტალიის სუპერთასის მფლობელი.

სიმონე ინძაგიმ პირველი ტროფეი მოიგო „ინტერში“. ის კლუბში 8 თვეზე ნაკლები დროა, რაც მუშაობს.

ალეგრი: „დასანანია. ზოგჯერ გეგონება, რომ ფეხბურთი ეშმაკმა გამოიგონა“.

MILAN, ITALY – JANUARY 12: Samir Handanovic of Inter Milan lifts the Italian Supercup trophy following victory in the Italian Supercup match between Inter and Juventus at The San Siro on January 12, 2022 in Milan, Italy. (Photo by Marco Luzzani/Getty Images)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალმა ბარსას ისევ მოუგო, ოღონდ კომპლექსები მოუხსნა

ბასილაშვილი ავსტრალიას ენდი მარისთან მატჩით იწყებს