in

რა ხელფასებია იტალიურ გრანდებში

Calcio e Finanza-მა წამყვან იტალიურ კლუბებში ფეხბურთელების ხელფასებს ჩახედა და ხალხსაც გააცნო.

ხვიჩას ჯამაგირი დაბალია: რამდენია ნაპოლში ხელფასები

„მილანის“ ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე რაფაელ ლეაო ყოფილა.

ჯამში „როსონერი“ ხელფასზე 89.9 მლნ ევროს (59.7 გადასახადების გადახდის შემდეგ) ხარჯავს.

„მილანის“ ტოპ ხელფასიანები არიან:

  1. რაფაელ ლეაო – 5 მლნ ევრო (6,55 გადასახადების გადახდამდე);

2-6. ტეო ერნანდესი – 4 მლნ ევრო (5,24);

2-6. ისმაელ ბენასერი – 4 მლნ ევრო (7,4);

2-6. რუბენ ლოფტუს-ჩიკი – 4 მლნ ევრო (5,24);

2-6. კრისტიან პულიშიჩი – 4 მლნ ევრო (6,32);

2-6. სამუელ ჩუკვუეზე – 4 მლნ ევრო (6,32);

7-8. ფიკაიო ტომორი – 3,5 მლნ ევრო (4,59);

7-8. ოლივიე ჟირუ – 3,5 მლნ ევრო (4,59);

თანაქალაქელ „ინტერში“ კი ყველაზე მეტს ჰაკან ჩალხანოღლუს უხდიან. მთლიანობაში კი „ნერაძური“ 117.8 მლნ ევროს (70.95) ხარჯავს.

  1. ჰაკან ჩალხანოღლუ – 6,5 მლნ ევრო (12,03 გადასახადების გადახდამდე);

2-3. ლაუტარო მარტინესი – 6 მლნ ევრო (11,1);

2-3. მარკუს ტიურამი – 6 მლნ ევრო (7,86);

  1. ალესანდრო ბასტონი – 5,5 მლნ ევრო (10,18);
  2. ბენჟამენ პავარი– 5 მლნ ევრო (7,9);
  3. ნიკოლო ბარელა – 4,5 მლნ ევრო (8,33);

7-8. სტეფან დე ვრი – 3,8 მლნ ევრო (7,03);

7-8. ჰენრიხ მხითარიანი – 3,8 მლნ ევრო (4,98);

მართალია ბოლო დროს დიდი ხეირი ვერ მოაქვს, მაგრამ „იუვენტუსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მაინც პოლ პოგბაა.
„ბებერი ქალბატონი“ უფრო მეტს იხდის, ვიდრე მილანური გრანდები.

ჯამურად „იუვენტუსი“ ხელფასებზე 121.4 მლნ ევროს ხარჯავს წელიწადში (სუფთა 75.1 მლნ).

  1. პოლ პოგბა – 8 მლნ ევრო (10,48 გადასახადების გადახდამდე);

2-3. ადრიენ რაბიო – 7 მლნ ევრო (9,17);

2-3. დუშან ვლაჰოვიჩი – 7 მლნ ევრო (12,95);

  1. ვოიჩეხ შჩენსნი – 6,5 მლნ ევრო (12,03);
  2. ალექს სანდრო – 6 მლნ ევრო (11,1);

6-7. გლეისონ ბრემერი – 5 მლნ ევრო (9,25);

6-7. ფედერიკო კიეზა – 5 მლნ ევრო (9,25);

  1. დანილო – 4 მლნ ევრო (5,24);

9-10. დანიელე რუგანი – 3,5 მლნ ევრო (6,48);

9-10. არკადიუშ მილიკი – 3,5 მლნ ევრო (4,59).

რამდენს იღებენ რეალის ფეხბურთელები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო-ესპანეთი: ბუქმეკერების პროგნოზი – მეტოქე აშკარა ფავორიტია, ჩვენების არ სჯერათ

საუდის არაბეთში ფანჯარა დაიხურა: თითქმის მილიარდი დახარჯეს