in

რეალმა ბარსას ისევ მოუგო, ოღონდ კომპლექსები მოუხსნა

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა – 3:2- და ფინალში გაძვრა. დამატებით დროში მადრიდელებს გამარჯვება ფედერიკო ვალვერდეს გოლმა მოუტანა. ძირითად დროში კი „რეალიდან“ გოლები რა თქმა უნდა ქარიმ ბენზემამ და ვინისიუსმა გაიტანეს. „ბარსელონას“ ორჯერ მოუწია ანგარიშის გათანაბრება, აი ექსტრა ტაიმში კი ვეღარ მოასწრო.
ფინალში „რეალი“ „ატლეტიკოსა“ და „ატლეტიკს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს შეხვედრა დღესაა.

ესპანეთის სუპერთასი. 1/2 ფინალი
ბარსელონა – რეალი 2:3
ერ-რიადი. „მეფე ფაჰდის სტადიონი“
გოლები: 0:1 ვინისიუსი (25), 1:1 ლ. დე იონგი (41), 1:2 ბენზემა (72), 2:2 ფატი (84), 2:3 ვალვერდე (98)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, არაუხო, დანი ალვეში (ნიკო გონსალესი 79), გავი (დეპაი 78), ბუსკეტსი, ფ. დე იონგი (პედრი 46), ფერან ტორესი (ეზალზული 46) (ჟუდჟლა 100), ლ. დე იონგი (ფატი 66), დემბელე

რეალი: კურტუა, მენდი, ნაჩო, მილიტაო, კარვახალი (ვასკესი 91), კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (ვალვერდე 82), ვინისიუსი (კამავინგა 110), ბენზემა, ასენსიო (როდრიგო 68)

„რეალმა“ ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა „ბარსელონა“ და ეს ისტორიაში მეორედ მოახერხა.

„რეალს“ 100 მოგება აქვს „ბარსასთან“. კატალონიელებმა 96 კლასიკო მოიგეს, 52-ჯერ ფრე იყო.

კატალონიელები კლასიკოში თითქმის სამი წელია ვერ იგებენ.
„ბარსელონამ“ 20-ჯერ დაარტყა „რეალის“ კარისკენ. ასეთი რამ 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა.

„ბარსამ“ ბოლო 7 მატჩში პირველად წააგო.

ბენზემამ კარიერაში პირველად გაიფორმა 1+1 „ბარსელონას“ წინააღმდეგ.

ბენზემამ 23-ე გოლი გაიტანა სეზონში და სალაჰს გაუთანაბრდა. ამაზე მეტი ტოპ 5 ლიგაშ მარტო ლევანდოვსკის აქვს.

ბენზემა კლასიკოს ისტორიაში მესის მერე მეორეა, რომელსაც ორციფრიანი შედეგი აქვს გოლებისა და ასისტების მხრივ. ფრანგის შედეგია 11+10, არგენტინელის – 26+14.

„ბარსელონაში“ დებიუტი ჰქონდა „სიტიდან“ მიყვანილ ფერან ტორესს.

ლუკ დე იონგმა ზედიზედ მე-3 მატჩში გაიტანა. მანამდე კი 8 თამაშში გოლიც არ ჰქონია.

დანი ალვეშმა მე-1000 მატჩი ითამაშა კარიერაში. აქედან „ბარსაზე“ მოდის – 394.

ჩავიმ პირველი კლასიკო გამართა „ბარსას“ მწვრთნელის პოსტზე.

კარლო ანჩელოტი: „გულწრფელად ვიტყვი, „ბარსა“ კარგად თამაშობდა. „რეალმა“ გამარჯვება დაიმსახურა პირველ ტაიმში, მეორე უფრო თანაბარი იყო“.

პიკე: „რეალთან“ წაგება მტკივნეულია,. მაგრამ „ბარსა“ თავაწეული მიდის. ძალიან კარგად ვთამაშობდით“.

ჩავი: „ბარსელონა“ სუპერთასს დაემშვიდობა, მაგრამ კომპლექსებისგან განთავისუფლდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საფინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსეა

ფეხბურთს მოერიდეთ, ეშმაკის მოგონილია: ინტერმა იუვეს სუპერთასი მოუგო