in ,

რეალმა კლასიკო მოიგო და ჩემპიონი ხდება

ესპანეთში ინტრიგა მორჩა – „რეალი“ ფაქტობრივად ჩემპიონია! კლასიკოში მადრიდელებმა უშუალო კონკურენტი „ბარსელონა“ დაამარცხეს და 6 ტურით ადრე 11 ქულით გაიჭრნენ წინ.

„სამეფო კლუბმა“ ცოტა სკანდალურ მატჩში გამარჯვება ბოლოს გამოგლიჯა – 3:2.

რეალი – ბარსელონა 3:2
გოლები: 0:1 კრისტენსენი (6), 1:1 ვინისიუსი (18), 1:2 ფერმინი (69), 2:2 ვასკესი (73), 3:2 ბელინგემი (90+1)

პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, რომელმაც ძალიან დიდი ეჭვი დატოვა, რომ “ბარსელონას” გოლი არ ჩაუთვალეს (1:1-ზე). თუმცა სანამ ლა ლიგას გოლის ამომცნობი ტექნოლოგია არ აქვს, გადაჭრით რაიმეს მტკიცება ძნელია…

რაც ვინისიუს ჟუნიორი “რეალის” ფეხბურთელია, მასზე მეტი გოლი (7) “ბარსელონას” კარში (ყველა ტურნირის ჩათვლით) არავის გაუტანია.

მიმდინარე ჩემპიონატში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა 12 გოლი გაიტანეს, მას მერე, რაც შეცვლაზე შევიდნენ.

“ბარსელონამ” სეზონში სტუმრად პირველი თამაში წააგო, “რეალი” კი შინ დაუმარცხებელი რჩება.

ლა ლიგის 32-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა.

ჩავი: „ბარსელონა“ უკეთ თამაშობდა, უფრო მეტ მომენტს ქმნიდა, თამაშს აკონტროლებდა და მოგებაც დაიმსახურა“.

ანჩელოტი: „ჩემპიონობა უფრო ახლოსაა. მძიმე, მაგრამ დაუვიწყარი კვირა იყო“.

ბელინგემს 3 გოლი აქვს ამ სეზონში კლასიკოში. მან „ბარსას“ გამარჯვების გოლები ორივე მატჩში წამატებულ წუთებზე გაუტანა.

ჩავი „ბარსას“ მეორე მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ 4 კლასიკო წააგო.

„რეალს“ 3-დან 3 მოგება აქვს ‘ბარსასთან“ – 1935/36 წლების შემდეგ საუკეთესო შედეგია.

„ბარსელონამ“ ზედიზედ ორჯერ პირველად წააგო იანვრის შემდეგ. მაშინ ჩავიმ წასვლაზე გამოაცხადა.

„რეალმა“ 105-ე კლასიკო მოიგო. „ბარსას“ – 100 მოგება აქვს.

„რეალი“ 17 მატჩია არ აგებს.

„რეალმა“ ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა კლასიკოში „ბარსა“, აქედან ორჯერ დიდი ანგარიშით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს მიქაუტაძის წყალობით მოხდა… ფრანგული მედია გიორგის თამაშს გამოეხმაურა

ტოპ ფრანგები ინგლისში: ანრი პირველია…