in

უეფამ რეალის, ბარსას და იუვეს წინააღმდეგ საქმე წამოიწყო: ნეტა, გაყრიან კიდეც

უეფამ ოფიციალურად დაიწყო დისციპლინარული საქმე „რეალის“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ სუპერლიგის შექმნის გამო. კლუბები ეჭვმიტანილი არიან უეფას ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზის დარღვევაში.

„ე.წ. სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით უეფას ინსპექტორების მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, „რეალის“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ აღიძრა პროცესუალური საქმე უეფას ნორმატიულ-სამართლებლივი ბაზის შესაძლო დარღვევაზე. დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში წარმოვადგენთ“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

უეფა სუპერლიგას არ ეშვება და სამ ურჩ გუნდს ერჩის

სუპერლიგის ორგანიზაციის შესახებ 12 კლუბმა გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ 9 მათგანი გავიდა პროექტიდან.

„რეალი“, „ბარსა“ და „იუვე“ განაგრძობენ პროექტისადმი რწმენას. მედიაში ისიც იწერება, რომ ამის გამო ისინი შესაძლოა ორი სეზონით ევროტურნირებს ჩამოაშორონ.

El Partidazo de COPEის ინფორმაციით, უეფა აპირებს კიდეც ამ სამი გრანდის მოკვეთას და მათ სოლიდურ დაჯარიმებას.

ასეთ შემთხვევაში, კლუბები სავარაუდოდ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) მიმართავენ. თუ მათ ჩემპიონთა ლიგას ჩამოაშორებენ, ვაკანტურ ადგილებს ოთხეულს მიღმა დრჩენილი გუნდები დაიკავებენ: ესპანეთიდან – “სოსიედადი” და “ბეტისი”, ხოლო იტალიიდან “ნაპოლი”.

უეფა მზადაა, ის კლუბები, რომლებიც სუპერლიგაზე უარს არ იტყვიან, ევროთასებს 2 წლით ჩამოაშოროს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სევილიამ ხვიჩაზე მოლაპარაკებები დაიწყო

სლუცკი: კვარა მზადაა ახალი ნაბიჯისთვის – მიმავალი მატარებელი არ უნდა გავაჩეროთ