in

ვითომც არაფერი: უეფამ სუპერლიგის საქმე დახურა

უეფამ ოფიციალურდ თქვა უარი სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების წინააღმდეგ სასამართლო გარჩევებისგან. საუბარია „რეალზე“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსზე“.

უეფამ საქმე 25 მაისს აღძრა და ეს სამი კლუბი უეფას ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის დარღვევაში დაადანაშაულა. გრანდებს ევროთასებზე მონაწილეობის აკრძალვაც კი ემუქრებოდათ.

3 თვის შემდეგ უეფას სააპელაციო ორგანომ გააუქმა სამი კლუბის მიმართ პრეტენზიები. „სამართლებრივი გარჩევები არაქმედითად გამოცხადდა და განადგურდა, ვითომც არც არასოდეს დაწყებულა“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

უეფამ ასევე უარი თქვა ფინანსურ მოთხოვნებზე სუპერლიგიდან გასული კლუბებისადმი. ორგანიზაციამ ეს იმით ახსნა, რომ არ სურს დამატებითი სირთულეები შექმნას. ამასთან, უეფა აღნიშნავს, რომ მაისში მიღწეულ ყველა შეთანხმებას მიჰყვება.

18-დან 19 აპრილის ღამეს 12 ტოპ კლუბმა სუპერლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადა – ჩემპიონთა ლიგის ალტერნატიული ტურნირის. თუმცა უკვე 20-ში ღამეს პროექტმა კრახი განიცადა.

ყველა კლუბი, „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ გარდა, ოფიციალურად გამოვიდა სუპერლიგიდან.

გაიხსენე სუპერლიგის ამბები

რევოლუცია მოდის: სუპერლიგა ოფიციალურად შეიქმნა – ვინ არის ინიციატორი, ვისი ფულია, რატომ ახლა

ეს ისეთი ადამიანის იდეაა, რომელსაც ფეხბურთი ეზიზღება: ევროპული მედია სუპერლიგაზე

ფეხბურთელები ევროპასა და მსოფლიოზე ვერ ითამაშებენ, თუ სუპერლიგაში წავლენ: უეფამ დაადასტურა

ფლორენტინო პერესი: როგორც ევროპის თასმა გადაარჩინა ფეხბურთი, ისე გადაარჩენს სუპერლიგაც

ტკბილად განისვენე: ევროპა სიხარბისა და სიბეცის წინააღმდეგ – სუპერლიგა ფრაზებში

გუნდები წავიდნენ, პროექტი შეჩერდა – სუპერლიგამ 2 დღე იცოცხლა

ფლორენტინო პერესი: სუპერლიგა დღეს არ შედგა, მაგრამ აუცილებლად შედგება

ჟოან ლაპორტა: ფეხბურთი მეტად უნდა განვითარდეს – ამისთვის სუპერლიგა აუცილებელია

უეფა მზადაა, ის კლუბები, რომლებიც სუპერლიგაზე უარს არ იტყვიან, ევროთასებს 2 წლით ჩამოაშოროს

უეფა სუპერლიგას არ ეშვება და სამ ურჩ გუნდს ერჩის

სუპერლიგა: რა იმალება კარიკატურების უკან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქრიაშვილის გაძევება და აპოელის პირველი გამარჯვება

შერმადინი ტრავმირებულია: გიო შეიძლება ნაკრებს ვერ დაეხმაროს