in

სასამართლომ დაადგინა: სუპერლიგა იქნება: ფეხბურთი თავისუფალია, უეფას მონოპოლია დასრულდა – სუპერლიგა მატჩებს უფასოდ აჩვენებს

ევროკავშირის სასამართლო სუპერლიგის მხარეს დადგა.

სასამართლომ დაადგინა, რომ „ფიფა და უეფა ბოროტად იყენებენ დომინანტურ მდგომარეობას“. ამ ორგანიზაციების წესები წინააღმდეგობაში მოდის კონკურენციისა და შეთავაზების თავისუფლების შესახებ კანონმდებლობასთან.

კლუბებისთვის და ფეხბურთელებისთვის აკრძალვა ითამაშონ სხვა შეჯიბრებებში – უკანონოა.

ამავე დროს სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიფასა და უეფას წესები, რომელიც მედიაუფლებების გამოყენებას ეხება, ევროპულ კლუბებს, მედიაბაზარზე მომუშავე ყველა კომპანიას, მომხმარებლებსა და ტელემაყურებელს ზიანს აყენებს, რადგან მათ არ აქვთ საშუალება პოტენციურად ახალ საინტერესო შეჯიბრებას უყურონ – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ 2021 წელს მადრიდის კომერციული სასამართლო „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ მხარეს დადგა, როდესაც მათ მოითხოვეს შეეწყვიტათ მათ მიმართ დისციპლინარული დევნა სუპერლიგის შექმნის მცდელობისთვის.

ამჟამად სუპერლიგის პროექტში მხოლოდ „რეალი“ და ბარსელონა“ რჩებიან.

სუპერლიგის გენერალურმა დირექტორმა ბერნდ რაიხარტმა ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა:

„ჩვენ მოვიპოვეთ კონკურენციის უფლება. უეფას მონოპოლია დასრულდა.

ფეხბურთი თავისუფალი გახდა. კლუბებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი“.

მანვე აღნიშნა, რომ სუპერლიგა მატჩებს უფასოდ აჩვენებს და დაამატა, რომ „კლუბებს გარანტირებული ექნებათ შემოსავლები და სოლიდური გადახდა“.

ევროპული კლუბების გაერთიანება (UEC) სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია.

„გაერთიანება სრულიად მხარს უჭერს უეფას როგორც ევროპული ფეხბურთის მარეგულირებელ ორგანოს და გადაჭრით ეწინააღმდეგება მის დესტაბილიზაციას“, – ნთქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ლა ლიგის კლუბები სუპერლიგის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას აპირებენ.

მე-18 ტურის დღევანდელი მატჩების წინ ყველა გუნდი, „რეალის“ გარდა, გამოვა მაისურებზე წარწერით Gánatelo en el campo – გაიმარჯვეთ მოედანზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტები შობის წინ: ბელინგემი პირველზეა და მბაპეს და ჰოლანდს ასწრებს

ვიდეო: შენგელიას 15 ქულა და ვირტუსი ვალენსიაში დამარცხდა