in

საქართველო ევროპაში აღარ არის: მოსაგები წავაგეთ, ყველაფერი წავაგეთ

2022 წლის ევრობასკეტზე თბილისური ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საგზურისთვის მონტენეგროს დაუპირისპირდა და მიმდინარე ევრობასკეტზე მეოთხე მარცხი განიცადა-73:81.

ბელგიელებმა ბულგარეთი დაამარცხეს და ამ მატჩის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ასპარეზობას 1/8 ფინალში გააგრძელებდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო დაძაბული გამოვიდა, მაგრამ მონტენეგრო თავიდანვე გავიდა წინ და საქართველოს წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. რამდენჯერმე მივუახლოვდებოდიღ ხოლმე, მაგრამ პერიმეტრიდან ზუსტი სროლებით ისევ წინ გადიოდნენ.

საბოლოოდ, კაპიტნის და ლიდერის თორნიკე შენგელიას არ ყოფნაში დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა საშინაო ევრობასკეტი ძალიან სუსტად ჩაატარა. 5-დან 4 მატჩი წააგო და ზედიზედ მეორე ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. აღნიშნული მატჩი მონტენეგროს გამარჯვებით

პირველ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თამაში მძიმედ დაიწყო და მონტენეგრო 1:7 დაწინაურდა. თან, გოგა ბითაძემ საჯარიმო ვერ ჩააგდო, მაგრამ მაინც მოვახერხეთ მატჩის დაქაჩვა. პირველ პერიოდში საქართველოს ნაკრებს თადიუს მაკფადენი ლიდერობდა, რომელმაც 2 უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და ზოგადად პერიოდში “ჯვაროსნების” თამაშს სწორედ იგი წარმათავდა. ეფექტური იყო შერმადინის და ბითაძის ჩატენვები. მონტენეგროელებს პირველ 10 წუთში პერიმეტრიდან სროლები არ მისდიოდათ, მაგრამ ისევ პრობლემა იყო ფარის დაცვა. მონტენეგროელებიც საკუთარ კედელზე ხშირად გვიხსნიდნენ ბურთს და მეორე შანსს იყენებდნენ. საქართველოს ნაკრები მუდმივად მდევრის როლში იყო, მაგრამ წინ გასვლას ვერ ახერხებდა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ პერიოდში სამი ჯარიმო გავაფუჭეთ. საბოლოოდ პერიოდი 19:21 დავთმეთ. აკფადენის ზუსტი სამიანების გარდა, აუცილებლად უნდა გამოვყოთ თადიუს მაკფადენის ბრწყინვალე პასი და გიორგი შერმადინის ჩატენვა.

მეორე პერიოდსაც ძალიან ცუდი დასაწყისი ჰქონდა. კახა ჯინჭარაძემ არასპორტული ჯარიმა მიიღო, რის შემდეგაც ბურგარეთი 7 ქულით გავიდა წინ. ამას სანდრო მამუკელაშვილის 2 ქულა, დაცვაში მოხსნა და 2 ზუსტი საჯარიმო მოყვა. ზუროსის გუნდი მალევე დაბრუნდა თამაშში. მალე, დუდამ სამქულიანი ჩააგდო და 7:0 გაქცევით საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. მონტენეგრომ წუთშესვენება აიღო, მაგრამ არც აის მერე წაუვიდათ თამაში შეტევაში და გიორგი შერმადინმა საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა თავისი ჩვეული ეფექტური შესვლა საქართველოს ნაკრების 21 წლის ტალანტმა რატი ანდრონიკაშვილმა. ნმეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებისთვის კარგი მოხდა ისიც, რომ მესამე პერსონალური ჯარიმა მიიღო მონტენეგროს ნაკრების უდაო ლიდერმა ბოიან დუბლიევიჩმა, რომელმაც ზედმეტი ემოციებისთვის ტექნიკური ჯარიმა და მეოთხე პერსონალურიც მიიღო. მონტენეგროელთა ლიდერი პირველ ტაიმშიმე ჯარიმებით დაიტვირთა. მალევე, მონტენეგროელთა შეტევისას გოგა ბითაძემ ბრწყინვალე დაფარება შემოგვთავაზა და რატი ანდრონიკაშვილმა ეფექტური შესვლით ჩააგდო 2 ქულა, თუმცა ამას იგორ დრობნიაკის სამიანი მოყვა. მონტენეგროელთაგან ბოლოსკენ კერი და რადონჩიჩმა აიღეს ქულები და საქართველომ პერიოდი 35:41 წააგო.

მესამე მეოთხედი გიორგი შერმადინის 2 ქულით დაიწყო. მალე, თადიუს მაკფადენის სამიანიც მოყვა. პერიოდის შუა ნაწილში საქართველომ ტამაში დაალაგა, თან მონტენეგროელთა სათადარიგო სკამმა ტექნიკური ჯარიმა აიკიდა და თედიუს მაკფადენმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. მალე, დუდამაც ჩააგდო სამიანი. ამით სხვაობა ერთ ქულამდე დავიყვანეთ, მაგრამ მონტენეგროელებმა 2 სამიანით გვიპასუხეს და ისევ 8 ქულამდე გაზარდეს უპირატესობა. ამ მომენტში უკვე დუდას ლიდერობის ჯერი დადგა. სანაძემ ჯერ სამქულიანი მოათავსა ზუსტად, შემდეგ საშუალოდან ჩააგო.

პერიოდის ბოლოს იგორ დრობნიაკმა სირენასთან ერთად სასწაული სამქულიანი მოათავსა კალათში. ბოლო პერიოდის წინ ისევ 6 ქულიანი ჩამორჩენა.

მეოთხე პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს ნაკრებს ისევ სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა. სანდრომ ჯერ ზუსტი ორქულიანი მოათვსა. შემდეგ, დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა და ბოიან დუბლიევიჩს მეხუთე პეროსნალური ჯარიმა აკიდა. სხვაობა სამ ქულამდეც დავიყვანეთ, მაგრამ მონტენეგროელებმა 5:0 გაქცევა გააკეთა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, როცა სხვაობა 6 ქულა იყო დრობნიაკმა +1 გაგვიკეთა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

საბოლოოდ, მონტენეგრომ 81:73 მოიგო და საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორე ევრობასკეტზე პლეი-ოფს მიღმა დარჩა.

დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებისგან საუკეთესო თადიუს მაკფადენი იყო-16 ქულა. დუდა სანაძეს 14, სანდრო მამუკელაშვილს კი, 13 ქულა ჰქონდა. მონტენეგროელთაგან საუკეთესო იგორ დრობნიაკი იყო-22 ქულა, 3 მოხსნა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელგიამ საქმე გაგვიკეთა: ჯერი საქართველოზეა

გიორგი შერმადინი: ბოდიში ყველას -ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა