in

უბედნიერესი დღე, ყველაზე ემოციური და იშვიათი მატჩი, მადლობა საქართველოს – კომენტარები

არის მსოფლიოს თასის საგზური!

ისტორიაში პირველად, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, რისთვისაც ჩვენს ნაკრებს 2 წლის განმავლობაში ორი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოუხდა და სანუკვარ მიზანს მიაღწია.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2021-2022 წლების სეზონში ჩატარდა, 6 მატჩიდან 4 მოიგო და 4-გუნდიან ჯგუფში ესპანეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ასევე 6 მატჩიდან 4-ში იმარჯვა და ესპანეთთან და იტალიასთან ერტად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველო შეუერთდა ევროპიდან მსოფლიოზე გასულ შემდეგ გუნდებს: ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, გერმანიას, სლოვენიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ფინეთს, ლატვიას…

ბოლო აკორდი იყო ისლანდიასთან შეხვედრა. გამარჯვებული გუნდი მსოფლიოზე გადიოდა, თუმცა ჯგუფში შექმნილი სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე ისლანდიას 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა. ჩვენმა ნაკრებმა ისტორია შექმნა, მატჩი 77:80 დასრულდა და პირველად საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა!

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოს ერთდროულად სამ ქვეყანაში ტარდება – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში.

ილიას ზუროსი:

„ეს არის უბედნიერესი დღე ჩემს საკალათბურთო კარიერაში. ბიჭებმა დიდი სიმამაცე გამოიჩინეს. ამ მოგებით ჩვენ დავწერეთ ისტორია და პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე. მსოფლიოზე მოხვედრით ქართული კალათბურთს დიდი „ბუსტი“ მივეცით.

თორნიკე შენგელიამ საოცარი რამ ჩაიდინა, ოთხ დღეში ბევრი იმგზავრა და სამი მატჩი ითამაშა. ეს დაუჯერებელია. სასიხარულია, რომ შრომა დაუფასდა.

მადლობა გიორგი შერმადინს. მან, ისევე როგორც ყველა კალათბურთელმა თამაშში გული და სული ჩადო. მადლობა ყველას. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მაკფადენი ერთ-ერთი ჩვენიანია. ის ყველას უყვარს და მას ყველა უყვარს.

მიხარია, რომ მთელი საქართველო გავახარეთ. მინდა მთელი გულით მადლობა გადავუხადო საქართველოს. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მთელი ქვეყანა გავახარეთ“.

თორნიკე შენგელია:

„ეს იყო ყველაზე ემოციური მატჩი, რაც საქართველოს ნაკრებში მითამაშია. საოცრად გახარებული ვარ ჩემს გუნდელებთან, მწვრთნელებთან და ყველა ქართველთან ერთად. მეამაყება, რომ საშუალება მომეცა, ჩემი ხალხი გამეხარებინა.

ურთულესი თამაში იყო. ისლანდიამ თავიდან ბოლომდე იბრძოლა. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა დიდებული სამუშაო შეასრულა და მიაღწია მიზანს მატჩში, რომლის ყოველი დეტალი, ყოველი მოხსნა, ყოველი ფოლი, ყოველი შეცდომა უმნიშვნელოვანესი იყო. ეს იყო იშვიათი მატჩი, რომლის მთელ 40 წუთში ყოველი წამი ფასეული იყო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წავაგეთ, მაგრამ ისტორია დავწერეთ: საქართველო მსოფლიოზეა!

შვედებმა ყველაზე უკეთ ისრიალეს