in

წავაგეთ, მაგრამ ისტორია დავწერეთ: საქართველო მსოფლიოზეა!

ისტორია დაწერილია! საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. თბილისი არენაზე საქართველოს ნაკრებმა პირთამდე სავსე დარბაზში ისლანდიის ნაკრები უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა 77:80, მაგრამ მსოფლიოზე მაინც გავიდა, რადგან ისლანდიაში სამი ქულით გვქონდა მოგებული და სამ ბურთაზე ნაკლებით მარცხიც გვაძლევდა ხელს,. და მსოფლიოს ნაწილი გახდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი გუნდის კაპიტნის თორნიკე შენგელიას თამაში, რომელმაც მეოთხე დღეს მესამე მატჩი ჩაატარა და დღეს ბამდვილი კაპიტნის მატჩი შემოგვთავაზა. თოკომ შექმნა ამინდი დღევანდელ მატჩში და კაპიტანი ნამდვილად წარუძღვა თავის გუნდს მსოფლიოსკენ. შესანიშნავი იყო ე

პირველი შეტევები ორივე გუნდმა გააფუჭა. შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ფაქრვეშ კარგად შევიდა, რომელიც ისლანდიელებმა ჯარიმის გარეშე ვერ შეაჩერეს და საქართველოს ნაკრების კაპიტანმაც საჯარიმო ხაზიდან პირველი ქულები მოიპოვა. მალე, თედიუს მაკფადენმაც იგრძნო მაჯა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ შეტევაში მორიგი სამქულიანით ჩვენი ნაკრები დააწინაურა. შემდეგ რამდენიმე შეტევა ორივე გუნდს გაუფუჭდა, რის შემდეგაც გიორგი შერმადინმა ბურთი ეფექტურად ჩატენა კალათში, თან პლუს საჯარიმო სროლის უფლებაც მოიპოვა. კარგი იყო ისიც, რომ მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ისლანდიელები ჯარიმებით დაიტვირთნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ლიდერებდნენ, რომელთა კარგი თამაშის ხარჯზე საქართველოს ნაკრებმა 5:0 გაქცევა შემოგვთავაზა. საოცრად ეფექტური იყო თოკოს დაფარება და შემდეგ იდეალური პასი შერმადინზე და გამოცდილმა ცენტრმაც კაპიტანს გარჯა ეფექტური ჩატენვით დაუფასა.

საბოლოოდ 19:19 პირველი მეოთხედის შემდეგ. პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრებისგან საუკეთესო 11 ქულით გიორგი შერმადინი იყო. ისლანდიელთაგან კი, 5 ქულა ელვარ ფრიდრიკსონს ჰქონდა (5 ქულა).

მეორე მეოთხედი ისლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს და საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე შეტევა გააფუჭა, თუმცა კახა ჯინჭარაძემ უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. ჯინჭარაძის სამქულიანს თოკოს სამქულიანიც მალევე მოყვა და ისლანდიელები შეტევაშიც დავაჯარიმეთ. მართალია, მალევე ისლანდიელთაგან სამქულიანიც მივიღეთ, მაგრამ თორნიკე შენგელიამ ულამაზესი ჩატენვა შემოგვთავაზა. ისლანდიელებმა დიდ შესვენებამდე 2:32-ით ადრე 0:7 გაქცევა შემოგვთავაზეს. განსაკუთრებით გვიჭირდა ისლანდიელთა 10-იანის ელვარ ფრიდრიკსონის განეიტრალება, რომელმაც პირველ ტაიმში 16 ქულა ჩაგვიგდო. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო 17 ქულით გიორგი შერმადინი იყო. 10 ქულა ჰქონდა კაპიტანს, თორნიკე შენგელიას.

საბოლოოდ 42:43 და დიდ შესვენებაზე ისლანდიის ნაკრები მინიმალური უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების პირველი ქულები საჯარიმოს ხაზიდან თორნიკე შენგელიამ მოიპოვა. მეოთხედის შუა ნაწილში ისლანდიელები 4 ქულით გავიდნენ წინ, მაგრამ კაპიტანმა ისევ იკაპიტნა და ურთულესი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ისლანდიელთა არასპორტული ჯარიმა მოყვა და თოკომ ფარქვეშ ეფექტური ტრალით მორიგი ორი ქუა მიითვალა. მალე, თოკომ ზურგს უკან ძალიან ეფექტური პასი შემოგვთავაზა და გიორგი შერმადინმაც ჩატენა. ზოგადად, შენგელია და შერმადინი ქმნიდნენ ამინდს ამ თამაშში. მესამე პერიოდში თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, მაგრამ კკვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება პერიმეტრის დაცვა-ისლანდიელებს სამი მეოთხედის ბოლოს ისლანდიელებს სამქულიანების პროცენტული მაჩვენებელი31.58 ჰქონდათ. მიუხედავად საკმაოდ მაღალი შემადგენლობისა პრობლემური იყო ფარის აღება. მეტოქეს სამი მეოთხედის ბოლოს მეორე შანსით მოპოვებული ქულები 10 ჰქონდა, როცა ილიას ზუროსის გუნდს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 4 ჰქონდა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა მძიმედ დაიწყო, მაგრამ რატი ანდრონიკაშვილმა ზუსტი სამქულიანით წონასწორობა აღადგინა.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 66:70 მარცხდებოდა, როდესაც თედიუს მაკფადენმა ზუსტი სამქულიანით სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. ამის შემდეგ, ჩვენი ნაკრების ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსაჯთან კამათისთვის ტექნიკური ჯარიმა მიიღო და ისლანდიელები კვლავ 4 ქულით დაწინაურდნენ. გადამწყვეტ და მნიშვნელოვან მომენტში ბრწყინვალე იყო თედიუს მაკფადენიც.

ბოლოს საქართველომ ბეწვის ხიდზე გაიარა. მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე საქართველოს ნაკრები 3 ბურთით მარცხდებოდა და თორნიკე შენგელიამ ორიდან ვერცერთი საჯარიმო ჩააგდო, თუმცა ისლანდიელებს გადამწყვეტ მომენტში პერიმეტრიდან სიზუსტემ უმტყუნა და საქართველოს ნაკრები მარცხის მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ კიდევ ერთი ჰეთ-თრიქი დადო: კრიშტიანო მესის უსწრებს – ვიდეო

უბედნიერესი დღე, ყველაზე ემოციური და იშვიათი მატჩი, მადლობა საქართველოს – კომენტარები