in

ვაჩვენეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია: ეს ქართული სულია – პრესკონფერენცია

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორია დაწერა: დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი, მოხვდა 16 საუკეთესოს შორის და მეორე ეტაპზე გადავიდა. პრინციპში ეს იყო კიდეც პროგრამა-მინიმუმი, რადგან თავიდანვე კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან მხოლოდ მოგებას ითხოვდა გულშემატკივარი და თავად კალათბურთელებიც ამავე აზრზე იყვნენ. დღეს საქართველომ გადამწყვეტ მატჩში, შეიძლება ითქვას, დიდი პრობლემების გარეშე აჯობა ვენესუელას.

გავედით: საქართველომ უპრობლემოდ მოიგო და მეორე ეტაპზეა

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ჩვენი გუნდის კაპტანმა და მთავარმა მწვრთნელმა.

ილიას ზუროსი:
„მინდა, მივულოცო მოთამაშეებს. ამ დღეებში მათ შესანიშნავად იმუშავეს და ყველას აჩვენეს, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ. ეს ქართული სულია. მიხარია, რომ ამ წარმატებით მთელმა ქვეყანამ გაიხარა.

მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა იოლი არაა. ასევე მსურს, მივულოცო სამწვრთნელო სტაფს, ექიმებს, გულშემატკივრებს. აქ ვინც არიან, მხრუვალედ გვქომაგობენ. ვეცდებით, მომდევნო ჯგუფურ ეტაპზეც მოსაგებად ვიბრძოლოთ.

მატჩიდან მატჩამდე ვცდილობთ მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ავსტრალია და გერმანია შესანინშნავი გუნდები არიან, NBA-ის დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული, თითოეული კალათბურთელი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, თუმცა ბრძოლა და სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია“.

თორნიკე შენგელია:
„მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული შეხვედრა ჩვენთვის ფინალია. ვენესუელასთან დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სლოვენიასთან მარცხის შემდეგ მხოლოდ ორი დღე გვქონდა. ვაჩვენეთ, რომ ძლიერები ვართ, ერთად დგომა, ემოციის კონტროლი და გამარჯვება შეგვიძლია.

როგორც კაბო ვერდესთან, ისევე ვენესუელასთან მოგება მნიშვნელოვანი იყო. საქმე თუ არჩევანზე მიდგება, მაინც ვენესუელასთან გამარჯვებას გამოვარჩევდი, რადგან აქ წარმატებით მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავედით

კალათბურთელებმა დიდი ისტორია დავწერეთ. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან საამაყოა. ამ გამარჯვებაზე თაობები ისაუბრებენ“.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3 სექტემბერს ავსტრალიას შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გავედით: საქართველომ უპრობლემოდ მოიგო და მეორე ეტაპზეა

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ: მიქაუტაძეს აიაქსის ძირითადი უნდა