in

ბელგიამ საქმე გაგვიკეთა: ჯერი საქართველოზეა

თბილისში ევრობასკეტის ბოლო დღის ბოლოსწინა მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევდა. ბელგიის ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ. ამ მატჩის გამარჯვებული პრაქტიკულად ინაღებდა პლეი-ოფის საგზურს. ეს მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოსთვისაც. იმისათვის, რომ საქართველოს მონტენეგროსთან გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში საქართველო გადიოდა.

ასე რომ, დღეს ბელგიელებიც ვიყავით. მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან ბევრს წყვეტდა, გარდა საქართველოსი და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბელგიელებმა მეორე მეოთხედის დასაწყისში მოახერხეს მინი-გაქცევის მოწყობა და ტაიმი 11-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მაგრამ ბულგარელებმა მოახერხეს თამაშის დაქაჩვა და ბოლო წუთამდე დაძაბული ბრძოლა წარიმართა.

მესამე მეოთხედის წინ, ბელგია 6 ქულას იგებდა, მაგრამ ბულგარელებმა შეძლეს მცირე უპირატესობის მოპოვება და ანგარიშითაც მიუახლოვდნენ, რა თქმა უნდა ალექსანდერ ვეზენკოვი აქტიურობდა.

ბელგიელებმა მიუხედავად ბულგარელთა მცდელობებისა, ეს მცირე უპირატესობა მაინც არ გაუშვეს ხელიდან და მიმდინარე ევრობასკეტზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება ბელგიელებისთვის მესამე იყო და ისინი მესამე ადგილით პლეი-ოფში გავიდნენ, ამასთან ბელგიელებმა ჩვენც შეგვინარჩუნეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი.

საბოლოოდ, 89:80 და და ბელგია პლეი-ოფშია. 21:00-ზე საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩია მონტენეგროსთან, რომლის მოგების შემთხვევაშიც საქართველო 1/8 ფინალში გავა.

ბელგიელთაგან საუკეთესო რეტინ ობასოჰანი იყო, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა. ბულგარელთაგან საუკეთესო ისევ ალექსანდერ ვეზენკოვი იყო-26 ქულა, 13 მოხსნა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუპერმატჩი თბილისში: ესპანეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა

საქართველო ევროპაში აღარ არის: მოსაგები წავაგეთ, ყველაფერი წავაგეთ