საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა RMC Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
45 წლის სპეციალისტის თქმით, მან რამდენიმე ფრანგულ გუნდს “კვარას” დამატება შესთავაზა, თუმცა არავინ მოუსმინა.
“როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ხვიჩას ტალანტი მაშინვე შევამჩნიე და 1 წლის განმავლობაში ლიგა 1-ის გუნდებს მის დამატებაში ვარწმუნებდი. ფინანსურად რისკი არ არსებობდა. მხოლოდ ერთმა კლუბმა გამოიჩინა დაინტერესება, თუმცა ტრანსფერი “ნაპოლისთან” უკვე შეთანხმებული იყო.

მათგან ვისმენდი მიზეზებს, რომლებიც ძალიან მაბრაზებდა. მეუბნებოდნენ, რომ ხვიჩა 70-ე წუთისთვის უკვე დაღლილია; ვილი, ის ქართველია და არა ბრაზილიელი, ეს კი ისეთი ჟღერადი არ არის.
ამ გუნდებს შორის “პსჟ” არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ წონად კლუბებზეა საუბარი. მე კვარაცხელია რიბერის მაგობენს”.
GIPHY App Key not set. Please check settings