in

სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

კლასიფიკაციიდან გამომდინარე, ჩვენიანი საკვალიფიკაციო ორთაბრძოლებისგან თავისუფალი იყო. შეჯიბრებაში 1/32 ფინალიდან ჩაება. ჰანსოლ ჰა (კორეა) დაამარცხა – 15:12, შემდეგ სანგვონ პარკი (კორეა, 15:11) და მიჩელ სერონი (აშშ, 15:12). მეოთხედფინალში ევროპის ჩემპიონატების სამ-სამგზის ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსან ბოლად აპიტის (საფრანგეთი) აჯობა – 15:10. ნახევარფინალში მსოფლიოს მეორე და ევროპის მესამეადგილოსან მაქსიმ პიანფეტის (საფრანგეთი) მოიშორა – 15:11. ფონალში კი რიკარდო ნუჩიო (იტალია) დაამარცხა – 15:6.

სანდრო 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე ზედიზედ მე-11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულში ხვდება.

მადრიდში გამართულ მსოფლიოს თასზე საქართველოს შვიდი წარმომადგენელი მონაწილეობდა:

30. ბექა ბაზაძე, 120. ვახტანგ არჩვაძე, 128. ნიკოლოზ ჭეიშვილი, 157. მიხაილ ალფაიძე, 174. გოგა კაკაურიძე, 194. ლაშა კუჭუხიძე.

დღეს, 14 მაისს მსოფლიოს თასებზე ხმლით ფარიკაობაში გუნდური შეხვედრები გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამომ ბოლოსწინა საბერძნეთში წააგო

ქართველებმა ფორტუნა მოიგეს: სლოვანი ჩემპიონი გახდა