in

დინამომ ბოლოსწინა საბერძნეთში წააგო

LEN CHAMPIONS LEAGUE 2022-2023 / ΟΣΦΠ - ΝΤΙΝΑΜΟ ΤΙΦΛΙΔΑΣ (ΣΤΕΛΙΟΣ ΣΤΕΦΑΝΟΥ / EUROKINISSI)

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ ჯგუფური ეტაპის ბოლოსწონა ტურის შეხვედრა პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ გამართა და 10:19 დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველივე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – 5:1. მეორე მეოთხედში ბერძნებმა სხვაობა კიდევ გაზარდეს და პირველი ნახევარი 9:3 მოიგეს.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა და საბოლოოდ მატჩი „ოლიმპიაკოსის“ არც თუ რთული გამარჯვებით დასრულდა.

LEN CHAMPIONS LEAGUE 2022-2023 / ΟΣΦΠ – ΝΤΙΝΑΜΟ ΤΙΦΛΙΔΑΣ (ΣΤΕΛΙΟΣ ΣΤΕΦΑΝΟΥ / EUROKINISSI)

„დინამო“ ბოლო ტურის მატჩს „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს. ეს შეხვედრა 24 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოკომ პლეი-ოფი მარტივად დაიწყო: ვირტუსმა მეტოქე გაანადგურა

სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო