in

დინამომ პირველად მოიგო: გერმანელებს შემოვუტრიალეთ

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის თბილისის „დინამომ“ მე-9 მატჩი ითამაშა და პირველად მოიგო. ჩვენი გუნდი გერმანულ „ვასპო ჰანოვერს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 10:8 დაამარცხა.

ანგარიში „დინამომ“ გახსნა, შემდეგ ორი ბურთი გაუშვა, მაგრამ პერიოდის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა. ჩვენებს მეტის გატანაც შეეძლოთ, ხოლო მეკარე ირაკლი რაზმაძე შესანიშნავად თამაშობდა.

მეორე პერიოდის დასაწყისში მეტოქე წინ გავიდა, თბილისელებმა ორი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ მასპინძლები მთელი 3 ბურთით დაწინაურდნენ.

მესამე მეოთხედში გოლი კარგა ხანს არ გადიოდა, თუმცა ბოლოსკენ ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ.

გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედი ასევე კარგად ვითამაშეთ, რთული ბურთები მოიგერია რაზმაძემ. ჩვენებმა კი ორი გოლის გატანა მოახერხეს და მოიგეს.

„დინამო“ მომდევნო მატჩს 22 მარტს „რადნიჩკთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოს ჩემპიონატის წინასწარი კალენდარი ცნობილია

მილუოკიმ სანდრო გაუშვა