in ,

საბა კვირკველია: მეყოფა რუსეთი, ევროპაში უნდა წავიდე – ქართველი ტოპ 5 ჩემპიონატს უმიზნებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა კვირკველია შესაძლოა ევროპის ტოპ 5 საფეხბურთო ლიგაში აღმოჩნდეს. კვირკველიამ, რომელმაც მოსკოვის “ლოკომოტივი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რუსულ მედიას კომენტარი მისცა და საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

“ლოკომოტივში” იური სიომინის გამო მოვედი და როდესაც მან კლუბი დატოვა მეც წავედი. არაფერს ვნანობ, პირიქით მოხარული ვარ ამ კლუბში გატარებული კარიერით. მიზანი გვქონდა რუსეთის ჩემპიონები გავმხდარიყავით და შევასრულეთ კიდეც. მადლობა “ლოკომოტივს” და ამ გუნდის თოთოეულ გულშემატკივარს ყველაფრისთვის.

რისთვისაც “ლოკომოტივში” მივედი, ყველაფერი მივიღე, ახლა კი დროა, ევროპაში წავიდე და თავი ევროპულ ჩემპიონატში გამოვცადო. რუსეთში ჩემი უკვე ვითამაშე, ყველაფერი მოვიგე, ჩემი გამოვიმუშავე და მეყოფა. რა თქმა უნდა, ჩემს მომავალთან დაკავშირებით კონკრეტიკა არის და მალე ნახავთ. ეს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბია.”თქვა საბა კვირკველიამ.

საბა კვირკველია მოსკოვის “ლოკომოტივში” 2017 წლიდან გამოდიოდა და მისი მაისურით ჩატარებულ 108 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მაისაშვილი: დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ

რა არის კონფერენს ლიგა? მათთვის, ვინც დაიბნა – განვმარტოთ