in

კვირკველიამ აქეთაც გაიტანა და იქეთაც გაატანინა, შოთა სიტუაციას ასწორებს – ლეგიონერები

მართალია, ევროპაში ფეხბურთი ძირითადად შაბათ-კვირასაა, მაგრამ პარასკევსაც გამოერევა ხოლმე თამაშები და ახლა კი ისე მოხდა, რომ რამდენიმე ჩვენიანმა ითამაშა.

იტალიაში ორმა „ქართულმა“ გუნდმა ითამაშა და აქედან ერთმა ქართველმა.

სერია B-ს 25-ე ტურში „კრემომეზე“ სტუმრად, ნისლიან ამინდში, „ასკოლის“ შეხვდა და უგოლოდ დაშორდა – 0:0.
სტუმართა მცველი ლუკა ლოჩოშვილი შესვენების შემდეგ სეხნია რავანელის ნაცვლად შევიდა. ჩვენიანის თამაში Sofascore-მა და flashscore-მა 6.9 ქულით შეაფასეს.
„კრემონეზემ“ 4 მოგების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი ითამაშა ფრედ, 46 ქულით მე-2 ადგილზეა და 24 თებერვალს „პალერმოს“ უმასპინძლებს.

სამწუხაროდ, არ უთამაშია საბა საზონოვს, რომლის „ტორინომ“ შინ „ლეჩე“ დაამარცხა 2:0. ქართველი მცველი სათადარიგო იყო.

სამაგიეროდ ითამაშა საბა კვირკველიამ და თავი ორმხრივად გამოიჩინა. ქართველი მცველის გუნდი „ალ ახდუდი“ შინ „ალ აჰლის“ შეხვდა და 3:2 მოუგო. კვირკველიამ 32-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა. ფლანგური ჩაწოდებისას მოგერიება სცადა, თუმცა საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმში საბამ საგოლე პასი გააკეთა და ასე გამოისყიდა ის გოლი. თანაც მისი პასით გატანილი გოლი გამარჯვების აღმოჩნდა. საბას შეფასება 7.2-ია

ბოსნიაში, გიორგი გულიაშვილის „ველეჟი“ სტუმრად „სლოგას“ უგოლოდ ეთამაშა – 0:0. ქართველი შემტევი ძირითადში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მან 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

თურქეთში, აქტივს ქულა შემატა შოთა არველაძის „ქარაგიუმრუქიმ“, რომელმაც სტუმრად 1:1 ითამაშა „ქასიმფაშასთან“, რომელიც ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის და ერთ დროს სწორედ შოთას გუნდი იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის ტენერიფემ მალაგაში მოიგო და თასის ნახევარფინალში გავიდა

50 გოლი 50 წელიწადში: კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ისტორიულ გოლებშია – ხმის მიცემა ყველას შეუძლია