in

50 გოლი 50 წელიწადში: კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ისტორიულ გოლებშია – ხმის მიცემა ყველას შეუძლია

ავსტრიის ჩემპიონატს საიუბილეო წელი აქვს – 50! ჰოდა, ადგნენ ავსტრიელები და ამ 50 წელიწადში, ვისაც რაიმე დასამახსოვრებელი გოლი გაუტანია, ისინი გამოარჩიეს და ამ 50 გამორჩეული გოლიდან საუკეთესოს გამოსავლენად გულშემატკივრებს შორის გამოკითხვას ატარებენ.

გოლები პერიოდების მიხედვით დაიყო, დეკადებად. მაგალითად, 2000, 2010, 2020-იანი წლების.

ეს გამოკითხვა ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ ქართველიც მონაწილეობს. ოთარ კიტეიშვილი 2020-იანებში მოხვდა. დააფასეს ქართველის გოლი, რომელიც მან 2023 წლის 16 სექტემბერს გაიტანა „ზალცბურგის“ წინააღმდეგ.
გოლს აქვს მცირე აღწერაც: „კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კიტეიშვილმა მიიღო და დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში შევარდა, „ზალცბურგის“ მეკარეს აღების შანსი არ ჰქონდა. ამ გოლით ანგარიში გათანაბრდა 1:1 (შეხვედრა 2:2 დასრულდა)“.

ამ ბმულზე კი შეგიძლიათ ხმის მიცემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვირკველიამ აქეთაც გაიტანა და იქეთაც გაატანინა, შოთა სიტუაციას ასწორებს – ლეგიონერები

უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე დადგებოდა: პრესას კვარაცხელია ბარსაში გადაჰყავს, ნაპოლი თანხას ასახელებს – 74 მილიონი