in ,

კვირკველიას როტორში დარჩენა უნდა, ოღონდ ერთი პირობით

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია მზად არის მომავალი სეზონიც ვოლგოგრადის “როტორის” შემადგენლობაში გაატაროს. მოგეხსენებათ, კვირკველია მოსკოვის “ლოკომოტივის” საკუთრებაა და არენდის წესითაა “როტორში”, მაგრამ როგორც Sport24.ru იუწყება იმ შემთხვევაში, თუ “როტორი” წელს რუსეთის პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ქართველი მცველი ვოლგოგრადელებთან დარჩება და კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.

„მართალია, იური ბატურენკოს ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობის უფლება ლიცენზიის არქონის გამო არ დართეს, მაგრამ ის რეალურად გუნდის მთავარი მწვრთნელია. მისმა მისვლამ კი, როგორც თავად აღიარა, მოტივაცია შესძინა „როტორის“ ცენტრალურ მცველს, საბა კვირკველიას. ფეხბურთელი მზად არის სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს ვოლგოგრადის გუნდთან, მაგრამ ერთი პირობით. „როტორი“ და საბა შეთანხმდნენ, რომ გააფორმებენ კონტრაქტს, თუ სეზონის ბოლოს ვოლგოგრადელები პირველ ლიგაში არ გავარდებიან“, – ამტკიცებს Sport24.ru

ქართველი მცველი კვლავ მოსკოვის „ლოკომოტივს“ ეკუთვნის, ვოლგოგრადში კი იჯარით თამაშობს. მას მოსკოველებთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულს ეწურება და „როტორი“, რომელმაც კვირკველია სეზონის დასაწყისში იჯარით დაიმატა, მზად არის ფეხბურთელს სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმოს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპულმა ფეხბურთი გაიხსენა, ჩელსი დავარდა, სიტი ჩემპიონი ხდება (30-ე ტური)

შერმადინის 15 ქულა და გამარჯვება ბეტისთან