in ,

კვირკველია ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მოსკოვის “ლოკომოტივიდან” ვოლგოგრადის “როტორში” იჯარით მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო ტურში, “ახმატთან” მატჩში შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (1:0) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

29 წლის კვირკველია ტურის სიმბოლურ გუნდში whoscored-მა, ასევე საიტმა ФНК-ამ დაასახელა.

“გასულ ტურში კვირკველიამ კარიერაში ავტოგოლი მიითვალა, მაგრამ ამჯერად უაღრესად კონცენტრირებული და საიმედო იყო. ის იგებდა ყველა ორთაბრძოლას ჰაერში და არანაკლებ დამაჯერებელი იყო მიწაზეც, სადაც დროულად ახერხებდა ვითარების განმუხტვას და ერთი-ერთზე არავის აძლევდა მოტყუების უფლებას. 
გამოცდილი მცველი ვოლგოგრადელებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, რომელიც მათ ელიტაში დარჩენის შანსს უნარჩუნებს. 
ფაქტია: “ახმატის” წინააღმდეგ მატჩში კვერკველიას აქტივში 5 მოგებული საჰაერო დუელი, 2-2 მოგერიება და ჩაჭრაა”, – წერს საიტი.

ვოლგოგრადის გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის – 21 ქულით მე-14 ადგილზეა და იმედოვნებს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ ორ ტურში აღარ დაქვეითდება, რათა შემდეგ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის პლეი-ოფში იბრძოლოს”, – წერს საიტი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამიკო გილოცავ! ბასილაშვილი შვილს იუბილეს საჯაროდ ულოცავს

სუპერლიგის შექმნაზე გამოძიება დაიწყო