in ,

რომი მილანს ვერ უქაჩავს, ზლატანს 400 აქვს, ბებერი ქალბატონი კი გამოკეტეს – XI ტური

ტურის ცენტრალური მატჩი სულ ბოლოს გაიმართა. ჟოზე მოურინიოს “რომამ” შინ თანალიდერი “მილანი” მიიღო და ვერას გახდა. ახლა “როსონერი” ეტყობა მართლა ფორმაშია, თორემ ამდენ თამაშს შემთხვევით და ფორტუნას წყალობით ვერ მოიგებ. ზლატანისა და კესის გოლებით “მილანი” იგებდა და ერთ დროს “მილანელი” ელ შაარავის გოლი დიდად სახიფათო ვერ იქნებოდა, რადგან ის მსაჯის მიერ წამატებულ მე-3 წუთზე გავიდა. მოკლედ, “მილანი” უბერავს და მას არც “ნაპოლი” ჩამორჩება, რომელმაც ასევე მოიგო თავისი თამაში და უკეთესი ბურთების გამო ისევ პირველია. “ინტერს” ჯერ კიდევ შეუძლია ამ გუნდების დუელში ჩაერიოს (7 ქულით ჩამორჩება), აი სხვები კი გვარიანად უკან არიან.

ეს განსაკუთრებით “იუვენტუსზე” ითქმის, რომლისთვისაც წაგება უცხო აღარ არის. მორიგი მარცხის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გადაწყვიტა გუნდი ბაზაზე გამოკეტოს, შაბათამდე.

“მილანი” გახდა მეოთხე გუნდი, რომელმაც სასტარტო 11 მატჩიდან 10 მოიგო. მანამდე ეს მოახერხეს “რომამ”, “იუვენტუსმა” (ორჯერ) და “ნაპოლიმ” (ორჯერ).

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონატებში მე-400 გოლი გაიტანა. აქედან 150 იტალიის ჩემპიონატზე მოდის.

„იუვენტუსმა“ საწყის 11 მატჩში 15+ გოლი პირველად გაუშვა ბოლო 50 წელიწადში.

26 სექტემბრის შემდეგ “იუვეს” 1 გოლზე მეტი არ გაუტანია თამაშში.

ალეგრი: „იუვენტუსი“ ახლა საშუალო გუნდია. უნდა მოვკეტოთ და ვიმუშაოთ“.

დუშან ვლაოვიჩი “ფიორენტიანას” ისტორიაში მეორ ფეხბურთელია, რომელმაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სერია ა-ში 25 გოლი გაიტანა.

ჯოვანი სიმეონემ 2 გოლი გაუტანა „იუვენტუსს“. დიეგოს სიმეონეს ბიჭს 8 გოლი აქვს ბოლო 6 მატჩში და ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა.

სერია ა – X ტური

ატალანტა – ლაციო 2:2
ვერონა – იუვენტუსი 2:1
ტორინო – სამპდორია 3:0
ინტერი – უდინეზე 2:0
ფიორენტინა – სპეცია 3:0
ჯენოა – ვენეცია 0:0
სასუოლო – ემპოლი 1:2
სალერნიტანა – ნაპოლი 0:1
რომა – მილანი 1:2

1 ნოემბერი
ბოლონია – კალიარი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბიჭებმა ოლეს უჯიგრეს, საჩუქარი ჩელსის – X ტური

აგუეროს გული წაუვიდა, ბარსას შემხედვარე აბა რა იქნება – XII ტური