in ,

აგუეროს გული წაუვიდა, ბარსას შემხედვარე აბა რა იქნება – XII ტური

“ატლეტიკომ” ისე მოუგო წლეულს კარგ “ბეტისს”, რომ ისეთი ინტრიგა ვერ იყო, როგორც ველოდით. სიმეონეს გუნდმა აშკარად დაჩაგრა მეტოქე და დამსახურებული 3 ქულა მიითვალა. მეორე გამორჩეულ შეხვედრაში “სოსიედადმა” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინლძა და ბოლო წუთამდე იგებდა, მაგრამ მუნიანმა მსაჯის მიერ წამატებულ დროში ქულა გადაურჩინა თავის გუნდს, ხოლო “სოსიედადი” პირველ ადგილზე კი დატოვა, მაგრამ ახლა ბასკურ გუნდს მდევრები უსწრებენ დაკარგული ქულებით, რადგან თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

“ბარსელონას” ამბავი კი ვერ არის კარგად. სულ სოტა ხნის წინ გრანდი რომ იყო, ახლა ერთი ჩვეულებრივი გუნდი ხდება, რომელთანაც ყველა (და)გეგმავს ქულ(ებ)ს. თავისი ქულა “ნოუ კამპიდან” “ალავესმაც” წაიღო, რომლისთვისაც ეს პირველი ფრეა ამ სეზონში. “ბარსაზე” წინ “ოსასუნა” და “რაიო ვალეკონოც” არიან, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.
მატჩის მსვლელობისას შეუძლოდ იგრძნო თავი და გული ხელით ეჭირა სერხიო აგუეროს. ის პირველ ტაიმშივე შეცვალეს. მსაჯებმა სასწრაფო მანქანასაც დაუძახეს, თუმცა არგენტინელმა შეძლო საკუთარი ფეხით წასულიყო. სერხიოს რამდენიმე დღე საავადმყოფოში დატოვებენ. მის გულს კარგად გამოიკვლევენ. შესაბამისად, ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება “ბარსას”. ისე, ასეთი “ბარსას” ყურებისას დიდი შანსია გულის შეტევა მასაც გაუმეორდეს და სხვებსაც დაემართოთ.

This image has an empty alt attribute; its file name is rueb8bdbcac2f.jpg
This image has an empty alt attribute; its file name is rue43c1383037.jpg
This image has an empty alt attribute; its file name is rue986ca50408.jpg

მადრიდის “რეალმა” კი წინა ტურში მოულდნელი ფრის შემდეგ, სამი ქულა აიღო, რაც ვინიუსიუს ორი გოლის დამსახურებაა.

This image has an empty alt attribute; its file name is HE20019Thumb7-1024x610.jpg

“ატლეტიკოს” იანიკ კარასკო ერთადერთია ლა ლიგის ამ სეზონში, რომელმაც გოლიც გაიტანა, საგოლე პასიც მისცა და 10 დრიბლინგიც სცადა.

ჟოაო ფელიქსმა 948-წუთიანი პაუზის შემდეგ მოახერხა გოლის გატანა.

“ატლეტიკომ” პირველ ტაიმში 6-ჯერ დაურტყა “ბეტისს”, რაც ჯერჯერობით ამ ჩემპიონატის რეკორდია.

“მალიორკამ” და “კადისმა” ყველაზე მეტი ქულა დაკარგეს 90-ე წუთის შემდეგ გოლის გაშვების გამო – 5 ქულა.

“ბეტისის” მანუელ პელეგრინი მე-5 უცხოელი მწვრთნელია ლა ლიგაში მატჩების რაოდენობით – 382. მას უსწრებენ დაუჩიკი, ტოშაკი, დომინგო და ანტიჩი.

ხულიენ ლოპეტეგიმ “სევილიას’ ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოიგო 50 მატჩი.

“ხეტაფეს” ბოლო 11 ტურის გოლების 64% ენეს უნალზე მოდის.

„ბარსელონას“ 16 ქულა აქვს ლა ლიგის 11 სასტარტო მატჩის შემდეგ – ეს კი ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 19 წელიწადში.

„ბარსას“ 1 მოგება აქვს ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩში. ბოლო სამი თამაშიდან კი პირველი ქულა აიღო.

მემფის დეპაიმ მე-13 გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან 2018 წლის შემდეგ. ტოპ 5 ლიგებს შორის ამაზე მეტი მარტო მესის აქვს – 34.

ლა ლიგა – X ტური

ელჩე – რეალი 1:2
სევილია – ოსასუნა 2:0
ვალენსია – ვილიარეალი 2:0
ბარსელონა – ალავესი 1:1
კადისი – მალიორკა 1:1
ატლეტიკო – ბეტისი 3:0
ხეტაფე – ესპანიოლი 2:1
სოსიედადი – ბილბაო 1:1

1 ნოემბერი
რაიო ვალეკანო – სელტა
ლევანტე – გრანადა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომი მილანს ვერ უქაჩავს, ზლატანს 400 აქვს, ბებერი ქალბატონი კი გამოკეტეს – XI ტური

ყაზაიშვილს კორეაში გააქვს და გააქვს-ლობჟანიძემ ბეშიქთაშს გაუტანა