in

რას აკეთებ: კვარაცხელიას პროტესტს იტალიაში აქტიურად ეხმიანებიან – რას ნიშნავს ქართველის ჟესტი

იტალიის ჩემპიონი ახალ სეზონში ჩემპიონურად სულაც არ გამოიყურება. „ნაპოლის“ მოგებაც უჭირს და თამაშის ხარისხიც კითხვებს ბადებს. არც არის გასაკვირი – ახალი მწვრთნელი და ახალი იდეები დროს საჭიროებს. თუმცა იტალიაში არ უყვართ ლოდინი და რუდი გარსიას მისამართით კრიტიკაც არ ახანებს.
ჩვენ კი უფრო კვარაცხელია გვყავს სადარდებელი.

მე-4 ტურში „ნაპოლი“ „ჯენოას“ ესტუმრა და თამაშის გადარჩენა დასჭირდა – 2:2.
კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალეს, რის გამოც ქართველი უკმაყოფილო დარჩა.

Tuttonapoli-ს ცნობით, კვარაცხელია უკმაყოფილო არა შეცვლის გამო, არამედ მის ნაცვლად ახალგაზრდა ფეხბურთელის შესვლით დარჩა.

„ქართველი გაკვირვებული დარჩა, როდესაც მის ნაცვლად არა ლინდსტრომი ან სიმეონე, არამედ ძერბინი შევიდა. ეს გასაკვირი ცვლილება იყო. კვარა სწორედ ამაზე გაბრაზდა და თავი ვერ შეიკავა. რას ნიშნავდა მისი გამომეტყველება და ხელის მოძრაობა? – „რას აკეთებ?“ ეს კითხვა რუდი გარსიასადმი იყო მიმართული, რომელიც გულშემატკივარს აღარ მოსწონს“.

„კორიერე დელო სპორტი“ ხაზს უსვამს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართველისგან ეს პირველი პროტესტი იყო, მაგრამ არც დიდად მოსაწონი. იგივე შინაარს ატარებს calcionapoli24:
„კვარაცხელიას ჟესტი სასიამოვნოთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა. გარსიას გადაწყვეტილება საკამათოა, თუმცა სახალხოდ მსგავსი რეაგირებაც არაა კარგი“.

CalcioMercato აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას უკვე 182 დღეა გოლი არ გაუტანია, სეზონის სტარტი დადებითი არ გამოუვიდა, თავის საუკეთესო თამაშამდე ბევრი უკლია და ესაა მისი ჟესტი გარსიასადმი და განახლებისადმი:
„ჯენოასთან“ შეხვედრის დასასრულს მოედნიდან გაყვანა მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ნეაპოლელები გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოდნენ და ამ დროს საკვანძო მოთამაშეს გასვლა მოუწია. თვითონ ფეხბურთელიც გაკვირვებული დარჩა და ჟესტებით ჰკითხა: „რატომ? რას აკეთებ?“.

„ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ რუდი გარსია ფეხბურთელებს გაესაუბრა. ამაზე Corriere dello Sport წერს.
„ნაპოლის” მოთამაშეები საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ, მათ რუდი გარსიამ საუბარი შესთავაზა. ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა აზრები გაცვალეს და განვლილი ოთხი მატჩი განიხილეს.
საუბარი 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, მართალია, ჯერჯერობით რუდი გარსიას ტაქტიკურ ცვლილებებსა და სიახლეებს შედეგი არ მოუტანია, თუმცა გუნდი ბრაგაში გაფრინდება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი ფრანგ სპეციალისტს კვირას „ბოლონიასთან“ მორიგი გამოცდა ელოდება“.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აიაქსი და მიქაუტაძე გაკრიტიკებულია: მწვრთნელი ჯერ ძებს

სარეკორდო გოლები ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში: მეკარემაც გაიტანა