in

სარეკორდო გოლები ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში: მეკარემაც გაიტანა

ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. მთავარი ევროპული ტურნირის პირველმა სათამაშო დღემ დიდი მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. გვაქვს ერთი გამორჩეული ჯგუფი, სადაც ოთხივე წარმომადგენელი ტოპ ჩემპიონატისაა. ისე კი, ამ ჯგუფის თამაშების გარდა, პირველ ტურში კიდევ ერთი კარგი წყვილი მივიღეთ რომაულ დაპირისპირებაში.

E ჯგუფი

ფეიენოორდი – სელტიკი 2:0
გოლები: 1:0 სტენგსი (45+2), 2:0 ჯაჰანბახში (76)
გამოუყენებელი პენალტი: პაიშაუ (65)
გაძევება: ლარეგბილკე (64), ჰოლმი (68)

ლაციო – ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 ბარიოსი (29. მოლინას პასით), 1:1 პროვედელი (90+5. ლუის ალბერტო)

„ლაციოს“ მეკარე ივან პროვედელამდე ბოლო მეკარე, ვინც ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაიტანა, იყო ნიგერიელი ვენსან ენიამა, რომელმაც 2010/11 წლების სეზონში, თელ-ავივის „ჰაპოელის“ მაისურით პენალტი გაუტანა „ლიონს“.

„ატლეტიკომ“ შეწყვიტა ჩემპიონთა ლიგაში მისთვის ყველაზე ნეგატიური საგარეო სერია – ზედიზედ 4 მარცხი.

20 წლის და 96 დღის პაბლო ბარიოსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, ვინც „ატლეტიკოს“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

„ლაციო“ ზედიზედ მე-20 მატჩია გოლს უშვებს ჩემპიონთა ლიგაზე.

„სელტიკის“ ორი ფეხბურთელი ხუთწუთიან მონაკვეთში გააძევეს, მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ჩატარებულ 72 მატჩში ასევე მხოლოდ ორი ფეხბურთელი გაუგდეს.

F ჯგუფი

მილანი – ნიუკასლი 0:0

პსჟ – დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (49-პენ), 2:0 ჰაკიმი (58. ვიტინია)

„მილანმა“ 25-ჯერ დაარტყა „ნიუკასლის“ კარის მიმართულებით. აქედან რვა იყო ზუსტი და ექვსი პირველ 20 წუთში შესრულდა. მილანელებს არასოდეს ჰქონიათ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში ამდენი ზუსტი დარტყმა.

კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 35 გოლი გაიტანა და „არსენალის“ ფრანგ ლეგენდა ტიერი ანრის დაეწია. ფრანგებს შორის ქარიმ ბენზემას აქვს უკეთესი შედეგი – 78 გოლი „რეალის“ რიგებში.

კილიან მბაპემ ზედიზედ მე-7 სეზონში გაიტანა პსჟ-ის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგზე. ამით მან ედინსონ კავანის რეკორდი გაიმეორა.

მბაპემ ამ სეზონში ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.

G ჯგუფი

იანგ ბოიზი – ლაიპციგი 1:3
გოლები: 0:1 სიმაკანი (3. რაუმის პასით), 1:1 ელია (33. უგრინიჩის პასით), 1:2 შლაგერი (73. კამპლის პასით), 1:3 შეშკო (90+2. ჰენრიხსის პასით)

მანჩესტერ სიტი – ცრვენა ზვეზდა 3:1
გოლები: 0:1 ბუკარი (45. ივანიჩის პასით), 1:1 ალვარეს (47. ჰოლანდის პასით), 2:1 ალვარესი (60), 3:1 როდრი (73)

„სიტიმ“ პირველ ტაიმში 22-ჯერ დაარტყა, რაც 2003/04 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვერავის მოუხერხებია. მანამდე რეკორდსმენი „ბაიერნი“ იყო – 21 დარტყმა „პლზენის“ კარში 2013 წელს.

„სიტიმ“ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო. ეს სერია 11 აგვისტოდან იწყება.

20 წლის და 111 წლის ბენიამინ შეშკო გახდა „ლაიპციგის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

H ჯგუფი

ბარსელონა – ანტვერპენი 5:0
გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (11. გიუნდოგანის პასით), 2:0 ლევანდოვსკი (19. ჟოაო ფელიქსის პასით), 3:0 ბატელი (22-საკ. კარში), 4:0 გავი (54), 5:0 ჟოაო ფელიქსი (66. რაფინიას პასით)

შახტარი – პორტო 1:3
გოლები: 0:1 გალენო (8. ფრანკოს პასით), 1:1 კელსი (13. კონოპლია), 1:2 გალენო (15), 1:3 ტარემი (29. გალენოს პასით)

16 წლისა და 68 დღის ლამინ იამალი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იუსუფა მუკოკოს („დორტმუნდი“, 16 წლის და 18 დღის) შემდეგ, ვისაც დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე.

რობერტ ლევანდოვსკიმ მე-100 გოლი (139 მატჩში) გაიტანა ევროტურნირების ეგიდით (92 ლიგაზე და 8 ევროპალიგაზე). უკეთესი შედეგი აქვთ ლიონელ მესის (132 გოლი 167 მატჩში) და კრიშტიანო რონალდოს (145 გოლი 197 მატჩში).

35 წლისა და 29 დღის რობერტ ლევანდოვსკი გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვინც „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. აქამდე, რეკორდი ეკუთვნოდა ჟერარდ პიკეს, რომელმაც 2021 წელს კიევის „დინამოს“ 34 წლისა და 260 დღისამ გაუტანა.

2 გოლითა და 1 საგოლე პასით ჟოაო ფელიქსი გახდა „ბარსელონას“ მეორე ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა. ჯერჯერობით უკეთესი მაჩვენებელი აქვს რობერტ ლევანდოვსკის, რომელმაც 2022 წელს „პლზენთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ფელიქსი ზედიზედ სამი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

„ბარსელონამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით – 18:4.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რას აკეთებ: კვარაცხელიას პროტესტს იტალიაში აქტიურად ეხმიანებიან – რას ნიშნავს ქართველის ჟესტი

ჩვენები ჩემპიონთა ლიგაზე: ევროპაშიც და აზიაშიც -25 ქართველი და არშემდგარი დუელი რონალდოსთან