30 წლის თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდა, კარიერას სამხრეთ კორეულ „ჯეონბუკ ჰიუნდაი მოტორსში“ გააგრძელებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია კონტრაქტის ხანგრძლივობა და ფინანსური დეტალები. ოქრიაშვილი, ბოლოს „აპოელში“ თამაშობდა და ზაფხულში კონტრაქტი ამოეწურა.
21 ტურის შემდეგ, „ჯეონბუკი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეორე საფეხურზეა და, მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილის „ულსანს“ ჩამორჩება.
GIPHY App Key not set. Please check settings