in

რაფა მარკესი ბარსაში დაბრუნდა

მექსიკის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდა რაფა მარკესი „ბლაუგრანაში“ დაბრუნდა. ზოგადად, მარკესი იმ ყაიდის კაცია, ახლა მაგრად გიჭირთ და მომეცით ფორმა მეც ვითამაშებო რომ ეთქვა გასაკვირი არ იქნებოდა, თუმცა არა, ის „ბარსელონა ბ“-ს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მარკესი „ბარსაში“ 2003-2010 წლებში თამაშობდა და 4 ლა ლიგის ტიტულს, 2 ჩემპიონთა ლიგაც დაამატა. მარკესმა „ბლაუგრანას“ რიგებში 243 მატჩი გამართა და პირველი მექსიკელი გახდა კლუბის ისტორიაში. ისე, იქამდე, „რეალს“ უგო სანჩესი ჰყავდა და დღემდე არკვევენ, რომელი უფრო დიდი მექსიკელი იყო, რაფა თუ უგო. მარკესს კიდევ ერთი გასაოცარი ამბავი უკავშირდება. ის მე-3 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 მუნდიალზე ითამაშა…

მოკლედ, პარასკევიდან „ბარსას“ უწვერულებს ლეგენდა გაწვრთნის და აბა ვნახოთ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაფაელ ლეაუს ფანი დაემუქრა

ოქრიაშვილი სამხრეთ კორეაში წავიდა