in ,

ბათუმი ოქრიაშვილს უარყოფს: არც ზურიკოა ცრვენა ზვეზდაში

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა კარიერა სერბეთში, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა ბათუმის “დინამოში” გააგრძელოს, არ დასტურდება.

“ზურიკო დავითაშვილის შეძენით “ცრვენა ზვეზდა” არ ინტერესდება. რაც შეეხება სერბულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას “პარტიზანის” ინტერესზე, ბათუმის “დინამოში” გვითხრეს, რომ “პარტიზანის” ინტერესზე არაფერი იციან და რომ სერბული კლუბიდან წინადადება არ ყოფილა. დავითაშვილით არაერთი კლუბი ინტერესდება. არის ინტერესი ტოპ-ლიგებიდანაც”, – წერს ახალი ამბების სააგენტო MatchDay

რაც შეეხება ოქრიაშვილს, მის შესახებ MatchDay-ს ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ შემდეგი განუცხადა: “არ ვადასტურებთ ინფორმაციას. თორნიკესთან მოლაპარაკება არ გვაქვს, არც უახლოეს პერიოდში იგეგმება”.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა სამხრეთ კორეის კლუბ „ჯეონბუკ ჰიუნდაიში“ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

ოქრიაშვილმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა: თორნიკე კორეადან მოაბრუნეს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველების კარატეს კლუბი აშშ-ში საუკეთესოთა შორის დაასახელეს

ხვიჩამ ნაპოლის ფანები შეაშფოთა: რატომ აქვს ფეხი შეხვეული და რატომ არ ათამაშეს