in ,

ვიდეო: ოქრიაშვილის მაკრატელა აპოლონის კარში

კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში საჩემპიონო დუელი გაიმართა. ლიმასოლის “აპოლონმა” ნიქოზიის “აპოელს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით “აპოლონს” 55 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე “აპოელს” 4 ქულით გაასწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიმასოლელებს ძალიან კარგი შანსი აქვთ 16 წლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული მოიპოვონ.

“აპოელის” შემადგენლობაში შეხვედრაში 57-ე წუთზე ჩაერთო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც მატჩის 76-ე წუთზე ულამაზესი გოლიც, ე.წ. “მაკრატელა” დარტყმით გაიტანა, მაგრამ ეს თავის გუნდს არ ეყო.

ოქრიაშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მესამე გოლია. გიორგი ქვილითაიას ტრავმის გამო არ უთამაშია, ბუბა დაუშვილი კი თადარიგში იყო. მასპინძლების რიგებში თადარიგში იყო რევაზ ინჯგიაც.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამომ დილა დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა: ბოლნისში 10 გოლიანი თრილერი ვიხილეთ

დარჩა ერთი ტური: ვინ არის მეოთხე – XXXIII ტური