in ,

ბათუმის დინამომ დილა დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა: ბოლნისში 10 გოლიანი თრილერი ვიხილეთ

დღეს, ბათუმში ძალიან მაგარი საფეხბურთო ატმოსფერო ვიხილეთ. გადაჭედილ “აჭარაბეთ არენაზე” ლიდერების ჯახი ვიხილეთ და სტადიონზეც ისეთი გარემო იყო, როგორიც ლიდერების მატჩს ეკადრება.

მშვენიერი იყო ატმოსფეროც და თამაშიც. მატჩი გორის “დილას” ძალიან რეალური საგოლე მომენტით დაიწყო. პაატა ღუდაშაურმა ფლანგზე სისწრაფეში აჯობა ირაკლი აზაროვს და საჯარიმოში ჩააწოდა. ვანდერსონ სილვას პასის შემდეგ, თორნიკე კაპანაძე ურტყამდა კარში, მაგრამ ბათუმულები ძელმა იხსნა და ძელიდან ასხლეტილი ბურთი ლაზარე კუპატაძეს მიუვიდა. მალე, კარგი მომენტი ჰქონდა ბათუმის “დინამოსაც” ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ, ელგუჯა ლობჯანიძე იყო ახლოს გოლთან, მაგრამ ბურთს კარგად ვერ მოარტყა ფეხი და დემეტრე ბულისკერიამ მარტივად მოიგერია.

გორელთაგან ძალიან აქტიური იყო პაატა ღუდუშაური, რომელმაც პირველ ტაიმში ირაკლი აზაროვი აშკარად დაჯაბნა.

ბათუმის “დინამომ” ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე გახსნა. ზურიკო დავითაშვილის პასის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოში ერთი მცველი ეფექტურად მოატყუა და დაბალ, შორეულ კუთხეში გაუტანა მეკარეს.

ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური გოლი დილას კარში

მეორე ტაიმიც საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა და ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოდა. უფრო მეტი მომენტი ბათუმელებს ჰქონდათ, მაგრამ ბრწყინვალედ მოქმედებდა გორელთა კარის დარაჯი დემეტრე ბულისკერია.

ბათუმის :დინამომ” ბოლოს კიდევ ორი გოლი გაიტანა. ჯერ ჯაბა ჯიღაურმა შეძლო ორბურთამდე სხვაობის გაზრდა. ცოტა ხანში კი, ბათუმელებმა მეტოქის საჯარიმოში “დახატეს”. აზაროვი-გაფრინდაშვილის ულამაზესი კომბინაცია და თორნიკე გაფრინდაშვილმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ, 3:0 ბათუმის “დინამოს” სასარგებლოდ და გია გეგუჩაძის გუნდმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ბათუმის “დინამოს” 27 ქულა აქვს და გორის “დილას” და ბათუმის “დინამოს” ხუთი ქულით უსწრებს.

თავის მხრივ თბილისის “დინამომ” ბოლნისში ადგილობრივი “სიონი” 10 გოლიან თრილერში 7:3 დაამარცხა. “დინამოსგან” გოლები სტანისლავ ბილენკიმ (3), უსმანე კამარამ, გიორგი გაბედავამ, საიმონ ბენიომ და ოსეი ბარნსმა გაიტანეს. ბოლნისელთაგან კი, თავი: ნიკა და ლუკა ხორხელებმა და თომა ტაბატაძემ გამოიჩინეს.

მთავარი მწვრთნელის გარეშე და უმაყურებლოდ მოთამაშე ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე მორიგი მარცხი განიცადა. “ტორპედო” “საბურთალოსთან” ლაშა შინდაგორიძის გოლით 0:1 დამარცხდა.

ხვალ, “სამგურალი” “თელავს”, “გაგრა” “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური გოლი დილას კარში

ვიდეო: ოქრიაშვილის მაკრატელა აპოლონის კარში