in ,

8 გოლი, საოცარი ფეხბურთი და ატმოსფერო ბათუმში: სამგურალმა ბათუმს 4-ჯერ გაუთანაბრა და ზღვისპირეთიდან ქულა წამოიღო

მორიგი მშვენიერი საფეხბურთო საღამო და დღესასწაული ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე”. Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” წყალტუბოს “სამგურალი” მიიღო და 7 გოლიან თრილერში მატჩი 4:4 დასრულდა. წყალტუბოელები მატჩს 6 მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ. ზღვისპირელებს კი, საკუთარ მოედანზე 2020 წლის 26 ნოემბრის შემდეგ არ წაუგიათ.

მატჩი საოცრად დაიწყო. შეხვედრაში ანგარიში უკვე მე-7 წუთზე გაიხსნა. ეფექტური გოლი ქართული ფეხბურთის იმედის ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.

“სამგურალმა” ანგარიში ორ წუთში გაათანაბრა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ თავური დარტყმით ილია ახვლედიანმა აიღო ლაზარე კუპატაძის კარი. მე-12 წუთზე უკვე ჯოვინო ფლამარიონის ჯერი დადგა. ირაკლი აზაროვის პასის შემდეგ, ბრაზილიელმა გაუტანა შოვნაძეს. ეს ჯოვინოს მეათე გოლია მიმდინარე სეზონში და ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია. სტუმრებმა ისევ მალე გაათანაბრეს. ჯეფერსონ ჯერალდე დე ალმეიდა ლაზარე კუპატაძესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა კიდეც. ამის შემდეგ, ორივეს ჰქონდა გატანის შანსი. ჯერ დემურ ჩიხლაძის დარტყმული აცდა მიზანს. შემდეგ კი, ჯოვინოს შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ ერთი-ერთზე ლევან შოვნაძეს ვერ აჯობა.

ტაიმის მიწურულს ბათუმელები მაინც გავიდნენ წინ. ჯოვინო ფლამარიონის ბრწყინვალე თამაში, პასი ზურიკო დავითაშვილზე და ზურიკომაც ახლო მანძილიდან აიღო მეტოქის კარი.

მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. “სამგურალმა” მესამედაც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თავი ირაკლი რუხაძემ გამოიჩინა.

ბათუმის “დინამო” მეოთხედაც გავიდა წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ზუსტად შეასრულა. გიორგი მიქაძის გუნდმა მეოთხედაც გაათანაბრა. ნიკიტა სიდიამკინის ჩაწოდების შემდეგ, ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა.

საბოლოოდ 4:4 და “სამგურალმა” უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. საოცარი ფეხბურთი, საოცარი ატმოსფერო და მაგარი სანახაობა ბათუმში.

დღესვე, თბილისის “დინამომ” დაძაბულ ბრძოლაში “თელავი”

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰალ სიტის საბა ლობჟანიძის დამატება სურს

რომას პირველი ევროპული ტიტული: გლადიატორებმა ტირანა დაიპყრეს